ვინ არის ბიჭი, რომელმაც კოშკების ფონზე გაშიშვლებულ ახალგაზრდას ბოდიში მოახდევინა

მამაკაცი, რომელმაც მესტიის კოშკების ფონზე გაშიშვლებულ ახალგაზრდას ბოდიში მოახდევინა რაგბისტი ირაკლი ნარსავიძეა. წარმატებული მორაგბე ირაკლი ნარსავიძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, სვანეთზე და მის ტრადიციებზე უზომოდ შეყვარებულმა სპორტსმენმა საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა.
პირველი დონის მწვრთნელმა სვანეთში რაგბის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბავშვთა პირველი რაგბის კლუბი „უშბა“ ჩამოაყალიბა.13256024_1760803730827324_3228410726958716692_n
ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ისეთი ადამიანი ყოფილიყო რომელიც რაიმე სასარგებლოს გააკეთებდა ქვეყნისთვის.12993396_1746974275543603_4725539141327294953_n

“ყოველთვის მინდოდა ისეთი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც რაიმე სასარგებლოს გააკეთებდა ქვეყნისათვის, თუნდაც უმნიშვნელოს და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბავშვობიდან უზომოდ ვიყავი სვანეთზე შეყვარებული და მინდოდა მშობლიურ მთებში მეცხოვრა და კარგი საქმე მეკეთებინა” – ამბობს ირაკლი.13407093_1085145658191060_8148063274582573508_n

იხილეთ ინტერვიუ 

Comments
Loading...