ვინ არის ინდოელი მსახიობი, სანდიას გმირი, რომელიც რეჟისორმა სასტიკი ფინალისთვის გაიმეტა (ფოტოები)

სახელი და გვარი: დიპიკა სინგჰი

დაბადების თარიღი: 1989 წლის 26 ივლისი

დაბადების ადგილი: დელი, ინდოეთი

ეროვნება: ინდოელი

პროფესია: მსახიობი

სიმაღლე: 160 სმ

წონა: 55 კგ
ზოდიაქო: ლომი

განათლება: დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის სპეციალობით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მეუღლე: როჰიტ რაჯ გოიალი

ჰობი: კითხვა და ცეკვა

ინდოელი მსახიობი, დიპიკა სინგჰი, დაიბადა რაჯპუტების (ეთნო–სოციალური ჯგუფი ქშატრიების(მეომრების) კასტაში, მცხოვრები პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში) ოჯახში.
მიუხედავად იმისა, რომ დიპიკა სინგჰი მარკეტინგის სპეციალობას დაეუფლა, მსახიობობა ყოველთვის იყო მისი გატაცება, ხშირად მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში. იგი ცნობილი გახდა სანდიას როლით, სერიალიდან “შენი სიყვარულის შუქი”, რომელიც საქართველოში ცნობილია სახელით “დინასტია”. მსახიობმა, სანდიას პერსონაჟით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მან მებრძოლი ქალის დაუვიწყარი სახე შექმნა, რომელიც ცდილობს ოჯახის და პოლიციის ოფიცრის კარიერის სირთულეებს ერთნაირი მონდომებით გაართვას თავი. ინდოელი მსახიობი, საკუთარი დებიუტით დასამახსოვრებელი იმ მხრივაც აღმოჩნდა, რომ მისი პერსონაჟის ცხოვრება საოცრად ტრაგიკულად წარიმართა, სერიალის ფინალი მაყურებლისთვის მეტად მოულოდნელი გამოდგა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დიპიკა სინგჰი ქორწინებაში იმყოფება 2014 წლის 2 მაისიდან. მისი მეუღლე გახლავთ ინდოელი რეჟისორი – როჰიტ რაჯ გოიალი. ამჟამად, წყვილი მათ პირველ შვილს ელოდება.

2017051121182560170 2017051121183860170 2017051121184960170 2017051121185860170 2017051121191060170 2017051121193060170 2017051121194260170 2017051121195460170 2017051121200560170 2017051121245460170

http://intermedia.ge

Comments
Loading...