ვინ არის სინამდვილეში ვალტერ ჯეჯიას ექს-სიძე, დათო “სვანი?! “კანონიერი ქურდი” თუ “თავისუფალი მხატვარი”

გახმაურებული საქმის გაუხმაურებელი დეტალები, ვინ არის რეალურად დავით გერლიანი და რა ატმოსფეროში მოუწია მას იმ გზის გამოვლა, რომელშიც მას ჩვენ დღეს ვხედავთ. რისი ან ვისი დამსახურებით გახდა  მისი “სტატუსი”  ამხელა აჟიოტაჟის გამომწვევი ქართულ და არა მარტო ქართულ  საზოგადოებაში.

დავით გერლიანი 1972 წლის 25 ივნისს, გულრიფშის რაიონში დაიბადა. ის 44 წლის გახლავთ და 20 წელი სხვადასხვა დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს გატარებული. უცნაურია, რომ ამხელა სტაჟის მიუხედავად მან მხოლოდ 42 წლის ასაკში მოახერხა „კანონიერ ქურდად“ მონათვლა. თუმცა, ბავშვობიდან ჰქონდა ამის სურვილი და გარემოებაც სრულად უწყობდა ხელს უფრო ადრეულ ასაკში მიეღწია საწადელს. არაოფიციალური ინფორმაციით ჩვენთვის გახდა ცნობილი , რომ დათო „სვანის“  მიზანი იყო ვალტერ ჯიჯეია-ს სიძედ გახდომა რათა ე.წ „ქურდის „ ტიტულისთვის მიეღწია. თუმცა ეს ნაბიჯი არც თუ ისე ადვილი იყო. ის ამის მიღწევას ადრეული ასაკიდან ცდილობდა და როგორც კი მიაღწია საწადელს (ცოლად შეირთო ვალტერ ჯიჯეიას ქალიშვილი) აპრიორი მისი ოცნებაც ახდა.

2013 წელს ციხიდან ახალგამოსული გერლიანი მალევე ქორწინდება ვალტერ ჯეჯიას ქალიშვილზე, მათი ხანმოკლე ურთიერთობის მიუხედავად დაუსუზსტებელი ინფორმაციით იყო მათ შორის უთანხმოება, ასე ამბობენ თურმე ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც იყო და დათო „სვანმა“ რამდენიმეჯერ ხელი ასწია მის ცოლზე ორსულობის პერიოდშიც კი სანამ ბიჭი გაუჩნდებოდა.

https://www.youtube.com/watch?v=ZdFhKa5pbWM&app=desktop

მის ე.წ. ნათლობას გავლენიანი ქურდები, მალხაზ მგალობლიშვილი (მეტსახელად ,,ყურშა”), გია გიორგაძე, თენგიზ ხოფერია (მეტსახელად ,,ჭინკა”), ჩირო შონია (მეტსახელად ,,ჩირო გალსკი”), დავით ჩხიკვიშვილი, მერაბ ბახია (მეტსახელად ,,ბახა-ბახა”), როვშან ჯანიევი (მეტსახელად ,,როვშან ლენქორანსკი”) და ვალიკო ჯეჯია (მეტსახელად ,,ვალტერი”) ესწრებოდნენ. ასეთი გავლენიანი ქურდების მიერ მონათლულ გერლიანს (სხვათა შორის, მისი მეტსახელი ,,დათო სვანია”) სერიოზული გავლენის მოპოვება არ გასჭირვებია. მისი „ქურდად მონათვლის“ შემდეგ  მეუღლის ყოლის პარალელურად საყვარელი უჩნდება, რომლეთანაც ასავე ჰყავს არაკანონერი შვილი.   „სვანის“ საყვარელი გახლდათ მისი აწგარდაცვლილი საუკეთესო მეგობრის „ჩეჩენის“ ყოფილი   მეგობარი ქალი  . ის   „ჩეჩენთან“ ერთად სასჯელს იხდიდა ერთ-ერთ ციხეში.

ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ის კვლავ არის ვალტერ ჯეჯიას სიძე, თუმცა ეს არ წარმოადგენს რეალობას. „სვანის“ მეუღლე თითქმის  წელიწადზე მეტია ცდილობს „ჯვრის აყრას“ ოფიცილალურად.

არსებობს ინფორმაცია, რომ მისი „კანონიერ ქურდად“  კურთხევის დროს იყვნენ მოწინააღმდეგებიიც ვინც არ უჭერდა მხარს მის მონათვლას. მაგრამ მისი ყოფილი სიმამრის პატივისცემის გამო ვერავინ აღუდგა წინ ამ გადაწყვეტილებას.

რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი დაკავების დროს გადაღებულ კადრებში ის აღიარებს, რომ არის „კანონიერი ქურდი“, მაგრამ  მიუხედავად ამისა,  თავის სამშობლოში – უარჰოფს ამ ფაქტს, და  თავს „თავისუფალ მხატვარს „ უწოდებს. მისი მოქმედებები არ იმსახურებს   დიდ  მოწონებას მის გარშემომყოფებში, თუნდაც  მის მიერ გაკეთებული კომენტარები მედია საშუალებებთან.  მისი ამხელა რეპუტაციის ქონის მიუხედავად მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ როდესაც მის მეგობარ ასევე „კანონიერი ქურდ“ გიგა ვიბლიანს (რომელიც მის მონათვლას ესწრებოდა )   „ქურდის ტიტულს“ ართმევდნენ, ხელი შეეშალა ამ ფაქტისთვის.

მედიის საშუალებებისთვის დღემდე ცნობილია, რომ გერლიანი კვლავ ჯეჯიას სიძე არის, თუმცა  ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესოა, როგორი იქნება მისი მომავალი მოქმედება, რადგან მას გარკვეული შეფერხებები შეექმნა სხვა ქვეყნებში გადაადგილების. სად იპოვის თავს “თავისუფალი მხატვარი” და  სად დაიმკვიდრებს ის ადგილს.

ავტორი: სოფო ფიფია

Comments
Loading...