ვინ არის თემურ ტაბაღუა ?

ციხის ადმინისტრაციის ყოფილი ჯალათი თუ სასულიერო პირი ? – შევიხედოთ ინტერნეტში – ვნახოთ რა ინფორმაციას მივიღებთ გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით მისი სახელის და გვარის ჩაწერის შემდეგ – ,,საქართველო და მსოფლიო,, თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამა ნიკოლოზი, იგივე პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა, სანამ საულიერო პირი გახდებოდა სასჯელაღსრულების N1 დაწესებულების უფროსი იყო. ის ფაქტი რომ მამა ნიკოლოზი ომამადე მუშაობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღნიშნული აქვს საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილსაც, ამონარიდი:
ეს ადამიანი მუშაობდა ციხის დირექტორად, 2008 წლის ომში მონაწილეობის შემდეგ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელი” ,,თბილისის ფორუმზე,, კი თემურ ტაბაღუას შესახებ ასეთ ინფორმაციას მიიღებთ – (ავჭალის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის მღვდელი) მღვდლის წოდება 2013 წლის ივლისში მიიღო
თავის დროზე: პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა, იყო თბილისის N1 დაწესებულების უფროსი –
ეჭვმიტანილია: პატიმრების წამებაში და გირგვლიანის მკვლელებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაში ციხეში. მოხვედრილია სახალხო დამცველის ანგარიშში.
აქვს ბიზნესი და ცხოვრობს ფეშენებულურ სახლში. – საინტერესოა შეეფერება თუ არა ეს ინფორმაციები სიმართლეს ? ვინ არის რეალურად თემურ ტაბაღუა ? რა იცის საზოგადოებამ ამ პიროვნების შესახებ ? – ჩვენ, შევძელით გასაუბრება პიროვნებებთან რომელებთაც პირადად ჰქონდათ შეხება ტაბაღუასთან წლების წინ და რომლებმაც ანონიმურობის გარანტია მოგვთხოვეს, ვინაიდან არ ისურვეს მასთან მედიით, ღია კონფლიქტში შესვლა – ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ის 2005 წელს დააკავეს და 7 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, თავად სასჯელის მოხდა კი ავჭალის კოლონიაში მოუწია, სწორედ აქ გაიცნო ციხის ადმინისტრაციის თამაშრომელი ტაბაღუა. მისი მტკიცებით, ტაბაღუა ხშირად სცემდა პატიმრებს სველი პირსახოცებით და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, იგი იხსენებს ერთ დეტალს ტაბაღუასთან დაკავშირებით – ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში ცივი წყალი მოვითხოვეთ პატიმრებმა და ტაბაღუას ბრძანებით წყალი არათუ დაგვალევინეს, არამეტ არსებული მარაგიც გადაგვიღვარეს, შემდეგ კი რამოდენიმე ,,ორგანიზატორი,, სველი პირსახოცებით გვცემეს. მეორე წყარო ამტკიცებს რომ ტაბაღუა 2006 წ. 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 („ორთაჭალის“) საპყრობილეში არსებული ციხის ბუნტის ჩახშობაშიც მონაწილეობდა, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მეორე წყარო ყოფილი სამართალდამცავია და ეს ისტორია კოლეგებისგან ააქვს მოსმენილი – ტაბაღუა ბიჭებს მკაცრად ეუბნებოდა – მე ეკლესიაში მივდივარ და ციხის ბუნტზე კრინტი არ დაგცდეთო – არ მაწყობს ზედმეტი ენების წაგრძელება იცოდეთო … იმავე ყოფილი ძალოვანის მტკიცებით საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ ტაბაღუა გიგრვლიანის მკვლელებს მფარველობდა და სასათბურე პირობებში ამყოფებდა მაშინ როცა სხვა პატიმრებს სასტიკად ექცეოდა. ჩვენ გავიგეთ თემურ ტაბაღუას მობილური ტელეფონის ნომერი თუმცა ის უცხო ზარებს არ პასუხობს, დავრეკეთ მის მამასთან რომელმაც განგვიცხადა, რომ მისი შვილი ჟურნალისტებს არ კონტაქტობს, საინტერესოა მართლაც ვინ არის ეს ბატონი რომლის ირგვლივაც აქ ჩამოთვლილი ბრალდებების გარდა არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს ? ეკლესიაში კამერებით მისვლა და რელიგიურ-პოლიტიკური სკანდალების აგორება ჩვენი მიზანი ნამდვილად არაა – ჩვენი მიზანია საზოგადოებამ იცოდეს – მართლაც აფარებს თუ არა ეკლესიას თავს ადამიანი რომელიც გუშინ პატიმრებს აწამებდა ? რა გზა გაიარა ამ ბატონმა ნიღბიდან ანაფორამდე ? ჩვენ ვაგრძელებთ ამ პიროვნების შესახებ დეტალური ინფორმაციების მოპოვებას –

Comments
Loading...