ვინ არის წუხელ რუსთაველზე, ნასვამი მძღოლის მიერ მოკლული გოგონა?

სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ გოგონას სურათი, რომელიც წუხელ მთვრალი მძღოლის მოქმედებას შეეწირა. როგორც ცნობილია, ღამით, თბილისში, რუთაველის გამზირზე „მერსედესის“ ჯიპით მოძრავი მძღოლი, რომელიც ნასვამი იყო, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და შემხვედრ ტაქსის დაეჯახა. ამ მანქანში იჯდა 26 წლის სოფო ბერიძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. „აი ეს გოგო, 26 წლის სოფო ბერიძე წუხელ რუსთაველზე ვიღაც გალეშილ “ჯიპიანს” მოუკლავს, გესმიიით, რა უბედურება მოხდა, როგორ დაიქცა ოჯახი, რაღა უნდა ქნას მისმა დედამ? ნებისმიერი ნასვამი მძღოლი მკვლელიაააა, მკვლელი და სასწრაფოდ უნდა მიიღონ კანონი – ნებისმიერი დოზით ნასვამს უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა სამუდამოდ… ამის ოჯახს რაღა ეშველება თორემ…“,წერს ფეიბუკმომხმარებელი, რომელსაც უამრავი ადამიანი მხარს უჭერს და მის პოზიციას იზიარებს: ნასვამი მძღოლი მკვლელია, აცხადებენ ისინი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
Comments
Loading...