ვინ დახურა გრიგოლიას გადაცემები? !

„მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში, პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინებს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ.

ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან. ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთი ჟურნალისტი იყო. თუკი რაღაცის შეცვლას აპირებ, ამის შესახებ წინასწარ უნდა მითხრა.

ამიტომ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გათვლით. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ“ – განაცხადა გრიგოლიამ.

Comments
Loading...