ვინ იყვნენ ვიკინგები? ვიკინგების ისტორია, საინტერესო ფაქტები და მითები…

ახ.წ 789 წელი: ამ წელს მეფე ბეოტრიკმა ცოლად ოფას მეფე ედბა შეირთო. მისი მმართველობისას პირველად გამოჩნდა ნორმანთა სამი ხომალდი ხარდალანდიდან. მეფის მოხელე ეახლა მათ, რათა მიეღო ისინი მეფის მამულებში, თუმცა არ იცოდა ვინ იყვნენ უცხოელები. ის მოკლულ იქნა. ეს ხომალდები დანიელ ვიკინგებს ეკუთვნოდათ, რომელთაც პირველად მოაღწიეს ინგლისს.


ანგლო-საქსონურ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ვიკინგთა პირველი შემოტევა და ვინ გახდა მათი პირველი მსხვერპლი. ოთხი წლის შემდეგ, 793 წელს ვიკინგები ლინდისფარნის კუნძულზე მდებარე მონასტერს დაესხნენ თავს: “უფლის ტაძრის ძირფესვიანად დანგრევა საშინელ სისხლისვრასთან და ძარცვასთან ერთად მიმდინარეობდა. აქამდე ბრიტანეთს მსგავსი საშინელება არ ეხილა, როგორიც ამ წარმართმა ტომებმა მოაწყვეს – წერდა სწავლული ალკვინი – ის აზრიც კი, რომ შემოტევა ზღვიდან მოხდებოდა წარმოუდგენელი იყო. წმინდა კუბერტის ეკლესია უფლის მსახურთა სისხლით მოირწყო, პრაქტიკულად ყველაფერი მოიპარეს, ბრიტანეთის ეს უდიდესი წმინდა ადგილი წარმართთა მსხვერპლი შეიქნა”.


ანგლო-საქსებისთვის ვიკინგები “წარმართები”, “დანიელები” ან “ჩრდილოელი ადამიანები” იყვნენ. ტერმინი “ვიკინგი” სავარაუდოდ საქსური სიტყვიდან wic(სამხედრო ბანაკი) მოდის, თუმცა არის სხვა ვერსიებიც. ფრანკული წყაროები მათ Nordmanni(ჩრდილოელი ხალხი ან ნორმანები)უწოდებენ, გერმანულები კი Ascomanni(იგივე “ეშმენ”, ash – იფანს ნიშნავს), რადგან ზოგიერთი ვიკინგთა გემი იფნის ხისგან მზადდებოდა, თუმცა ძირითადად ამ დაპყრობელთა ხომალდები გამძლე მუხის ხისგან იკვრებოდა. ესპანელი მუსლიმები ვიკინგებს Al-Madjus – წარმართ ჯადოქრებს უწოდებდნენ, სლავები – Rus(შესაძლოა rotsi –დან, რასაც ფინელები შვედეთს უწოდებდნენ), ბიზანტიელები იცნობდნენ მათ როგორც Rhos(ბერძნული ზედსართავიდან “წითური”, ვიკინგთა წითური გარეგნობის გამო) ან Varangoi(სავარაუდოდ ძველსკანდინავიური სიტყვიდან Var – “ფიცი”, რაც უკავშირდება იმას, რომ ვიკინგებს ჰქონდათ ტრადიცია დაედოთ ერთგულების ფიცი). მხოლოდ ირლანდიელები, რომლებიც ვიკინგებს Lochlannach(ჩრდილოელებს) და Gaill(უცხოები ან უცხოელები) უწოდებდნენ, ცდილობდნენ გაერჩიათ ერთმანეთისგან დანიელები(Dubh-gaill – შავი უცხოელები) და ნორვეგიელები(Finn-gaill – თეთრი უცხოელები). ზოგიერთ სხვა წყაროში ვიკინგები “დანიელებად”, “ნორვეგიელებად” და “შვედებად” მოიხსენიებენ. მაგალითად, ადამ ბრემენელი 1075 წელს წერდა: “დანიელები და შვედები, რომელთაც ჩვენ ნორმანებს ვუწოდებთ ან ჩრდილოელ ხალხს…”, ასევე ის ხსნის, რომ “დანიელები, შვედები და დანიის სხვა ხალხები(მათ შორის ნორვეგიელები) მოიხსენიებიან ნორმანებად”. ამიტომ, როდესაც ანგლო-საქსონური წყარო მოიხსენიებს ვიკინგებს Dene-დან ან Dani-დან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად დანიიდან უნდა ყოფილიყვნენ.


სიტყვა ვიკინგის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ვერსიაა სიტყვა Vic, რაც ყურეს ნიშნავს და აქვს ის საბაბი, რომ ვიკინგები იყვნენ მეკობრეები და იმალებოდნენ სანაპიროს ყურეებში, საიდანაც შემდეგ სწრაფ რეიდებს ახდენდნენ. არის ვერსია, რომ ტერმინი ვიკინგი შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან Vik – გეოგრაფიული სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ან Vig – ბრძოლა. სკანდინავიურ ხელნაწერებში Viking მეკობრეობას ან მეკობრულ თავდასხმას ნიშნავს, ხოლო ადამიანი, ვინც ასეთ რეიდში მონაწილეობს – Vikingr.


სხვადასხვა ვერსია არსებობს ვიკინგთა მოულოდნელი გამოჩენის შესახებ ახ.წ VIII საუკუნეში. ამაზე იმოქმედა დემოგრაფიულმა ფაქტორებმა და ევროპაში სტაბილური, მდიდარი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ, როგორიც იყო კაროლინგების იმპერია. მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა, რაც ხელს აძლევდათ მეკობრეებს და ისინიც ამ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და მუდამ ესხმოდნენ სავაჭრო ქარავნებსა თუ ვაჭართა ხომალდებს. ამასვე უკავირდება სკანდინავიაში გემთმშენებლობის სწრაფი განვითარება. ვიკინგებს ჰყავდათ არამარტო ის ცნობილი სამეკობრეო გემები, რომელიც ჩვენთვის მუდამ მათთან ასოცირდება, არამედ Knorrs – სავაჭრო ხომალდები. ასეთი გემებით ვიკინგებს შეეძლოთ ხანგრძლივი ლაშქრობები წამოეწყოთ და განევითარებინათ კოლონიზაცია ახლად აღმოჩენილი მიწებისა. სწორედ ხომალდები იყო ვიკინგთა მთავარი იარაღი მათი ლაშქრობების პერიოდში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი შედგებოდა გლეხობისაგან, მონადირეების, ხელოსნებისა და მეთევზეებისაგან.ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებასადა მესაქონლეობას.ეპოქის დასაწყისში ვიკინგების ცხოვრება გაუარესდა, მოსახლეობა გაიზარდა, მათ ჰყავდათ ბევრი შვილი, მემკვიდრეო ბაგადადიოდა უფროს ვაჟზე, დანარჩენები იძულებულები იყვნენ სარჩო–საბადებელი სხვაგან ეძებნათ.


ისინი არ თაკილობდნენ ყაჩაღობითა და ძარცვით დაგროვილქონებას.ვინც ამ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევდა ყველაზე მამაცად ითვლებოდა.ისინი მზად იყვნენე ფათერაკებისთვის, ოღონდ სიმდიდრე მოეპოვებინათ. ღონე, სიმარჯვე და გამძლეობა თითოეული ვიკინგისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ყველა ეს თვისება ცხოვრებაში თავის გასატანადსჭირდებოდათ.ისინი მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, ქვის აწევასა და ტყორცნაში, მშვილდ-ისრით სროლაში, სირბილში, შუბის ტყორცნაში. ვიკინგები თითქმის არ ბერდრბოდნენ, ზოგიერთი აღწევდა 30-40 წელს, ხოლო უმეტესობა20-30 წლის ასაკში იღუპებოდა.სიკვდილიანო ბის მაჩვენებელი ბავშვებშიც მაღალი იყო.ახალშობილები რამდენიმე კვირის შემდეგ იღუპებოდნენ, მიზეზი იყო ცხოვრების მძიმე პირობე ბი, არასაკმარისი ჰიგიენა, აწუხებდათ სიცივე, ნესტი.ტანსაცმლის უქონ ლობა, არასაკმარისი საკვები.ეს ყველაფერი ასუსტებდა იმუნიტეტს, უმრავლესობა ცხოველებთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში, რაც იწვევ და დაავადებათა სწრაფად გავრცელებას. ვიკინგებისათვი კანონი და სამართალი მაღალ ფასეულობას წარმოადგენდა.ხალხი იკრიბებოდა სახალხო კრებაზე ანუ ტინგზე, რომელიც რეგურალურად ტარდებოდა ცის ქვეშ, აქ ამტკიცებდნენ ახალ კანონებსა და ადამიანთა უფლებებს. იხილებოდა საჩივრები, სადაო საკითხები.


ვიკინგების ტრადიცია მათგან მოითხოვდა ნათესავის მკვლელის მოკვლას რასაც სისხლის აღებას უწოდებდნენ. იყო შემთხვევებიც
რამდენიმე ნათესაობამ ერთმანეთი ამოწყვიტა.


მე-19 საუკუნის შუა წლებში ვიკინგებმა დაიწყეს წარმართული რწმენიდან ქრისტიანობაზე გადასვლა. მოგზაურობისას მათ ქრირიტიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა.მათ დაასკვნეს რომ ქრისტე ძლევამოსილი ფარველი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ძლიერი ღმერთის მფარველობის ქვეშ გადასვლა იოლად გადაწყვიტეს. ვიკინგები ძნელად ითვისებდნენ ქრისტიანულ წეს–ჩვეულებებს, მათი გაგება უბრალოდ უჭირდათ.მიუხედა ვად ამისა, ქრისტიანობის მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდებოდა.985 წელს გაქრისტიანდა დანია, 1030 წელს ნორვეგია და 100 წლის შემდეგ შვედეთი.დაარსდა ეკლესია–მონასტრები და საეპისკოპოსოები. შემოიღეს ლათინური ანბანი და განვითარდა წიგნის კულტურა.

——————————————————–
——————————————————–


ვიკინგების მორალი და მსოფმხედველობა:

კარგი სახელის შესახებ:
ნორმანები ბრძოლაში ყოველთვის კეთილშობილურად იქცეოდნენ. კეთილი სახელი და აღიარება ეს იყო ვიკინგის ცხოვრების აზრი. მას იმდენად სიკვდილის არ ეშინოდა, რამდენად სიმხდალის დაბრალების

ღალატი და ტყუილი:
ფიცის ან ერთგულების აღქმის გატეხვა და მითუმეტეს შეგნებული ღალატი იმ ეპოქის ადამიანებისათვის უდიდეს ცოდვას წარმოადგენდა, რომელიც მის შთამომავლობაზეც ახდენდა გავლენას. მოტყუება უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა. მატყუარას ისევე სჯიდნენ სიკვდილით, როგორც ფიცის გამტეხს: სკანდინაველების ჯოჯოხეთში, მიწისქვეშა მდინარის წყლებში მათ უსასრულობამდე დახრჩობა ელოდებოდათ

ნამუსი და კეთილშობილება:
იმ დროს ადამიანები იმდენად ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ შეთანხმების დადებისას საკმარისი იყო მხოლოდ პატიოსანი სიტყვა და ძლიერი ხელის ჩამორთმევა. ბრძოლაში ისინი ხშირად ზედმეტად სასტიკები იყვნენ, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის თანაბარი იყო. ვიკინგი არასოდეს დასცინებდა უცნობ ადამიანს. ითვლებოდა, რომ დამცინავს ადრე თუ გვიან ენას ტროლი ამოაგლეჯდა.

ტაქტი: არსებობს გამონათქვამი:
“ჩამომხრჩვალის სახლში არასოდეს საუბრობენ თოკზე”. ეს პრინციპი მოქმედებდა ძველ სკანდინავიაში. ვიკინგები არასოდეს განიხილავდნენ ერთმანეთის ოჯახურ პრობლემებს, თუკი ამაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, მხოლოდ დახმარების შეთავაზების მიზნით.

თავშეკავებულობა:
ვიკინგებში იძრახებოდა ასევე ფიცხი ხასიათი, თუმცა ასევე ცუდ ტონად ითვლებოდა ფიცხი ადამიანების გაჯავრება. არსებობდა გამოთქმაც: “ვინც უფრო ჭკვიანია, ის დაუთმობს”. ახლობლის მკვლელობისთანავე შურისძიების დაწყება სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა. რაც უფრო დიდხანს ელოდებოდა ადამიანი შურისძიებას, მით უფრო მშვიდდებოდა და გამოდიოდა აფექტის მდგომარეობიდან, შესაბამისად თავის ვალსაც უკეთ ასრულებდა. “საგაში გრეტირის შესახებ” წერია: “მხოლოდ მონა იძიებს შურს მაშინვე, ხოლო მშიშარა არასოდეს!”.


უშიშრობა:
იმ დროს შეუძლებელი იყო ადამიანი დაგეყოლიებინა ძალის გამოყენებით, რადგან მათ სიკვდილი ერჩივნათ. ძველი ვიკინგების ეთიკაც სწორედ ასე ჟღერდა: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”. ღირსეული სიკვდილი ვიკინგს ვალჰალაში ღირსეულ ცხოვრებას უქადდა.

ქურდობა:
სიმხდალესთან ერთად ქურდობაც სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ვიკინგებმა მკვეთრად გამიჯნეს ქურდობა და ყაჩაღობა. ვიკინგები ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ამას ღიად აკეთებდნენ და არც თავის სახელს მალავდნენ და არც სახეს. ქურდობა კი დამალული ქმედება იყო და ადამიანის სიმხდალეზე მიუთითებდა.

სიკვდილი ბრძოლაში:
ვიკინგებს ეშინოდათ ბრძოლის ველის გარეთ სიკვდილის, ისე რომ გმირობა არ ჩაედინათ. მათი წარმოდგენით ბრძოლაში დაღუპულები ვალკირიებს ოდინის სასახლეში გადაჰქონდათ, მშვიდობიან დროს მომკვდარები კი მიწისქვეშეთის დედოფლის ჰელის საუფლოში.

შურისძიება და “სისხლისმსმელობა”:
მეგობრობის მსგავსად ვიკინგების სიძულვილის ძლიერი იყო. ვიკინგი ვერასოდეს აიტანდა მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს, ისე, რომ შური არ ეძია მკვლელზე. “შენ არასოდეს გინახია ადამიანის სისხლი” ეს ვიკინგებში სამარცხვინო დაცინვა იყო. ბავშვობაშიც კი პატივს არ სცემდნენ ბიჭს, რომელსაც ერთი ცხოველი მაინც არ ჰყავდა მოკლული. ბავშვური თამაშებისას ზოგჯერ მკვლელობებიც ხდებოდა.

ბედისწერა და სიზმრები:
ვიკინგებს სჯეროდათ ბედისწერის, მას ვერაფერი აღუდგებოდა წინ. ჩრდილოეთის ყველა მეომარს სჯეროდა, რომ ყველა მისი საქციელი ბედისწერითაა განსაზღვრული. წინათგრძნობა, სიზმარი ეს იყო ხერხი, რომლითაც ღმერთები ადამიანს თავის ნებას აცნობდნენ.

სიტყვების ძალა:
კეთილი სურვილები და დალოცვა ვიკინგებში წარმატების ერთ-ერთ საფუძვლად ითვლებოდა. ცუდ ნიშანს წარმოადგენდა ასევე უნებლიე შეცდომა საუბრის დროს. მათ სჯეროდათ, რომ ერთხელ წარმოთქმული სიტყვები აუცილებლად ახდებოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.