ვინ მფარველობს მოკლული ბეგი მამალაძის საქმის მთავარ მოწმეს და რას სთხოვს დედა შვილის მეგობრებს

გასული წლის 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლული 18 წლის ბეგი მამალაძის დედა სასამართლოს მიერ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებულ განაჩენს არ ეთანხმება.
გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში წინა კვირას დასრულდა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ბრალდებულს 19 წლის როინ ქარდავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც „ნიუპოსტს“ მოკლულის დედამ მარიკა ზედელაშვილმა განუცხადა, მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფიგურირებს, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ზედელაშვილის განცხადებით, ლაშა თუხაშვილისთვის გამომძიებლებს თითის ანაბეჭდიც კი არ აუღიათ, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბეგის ფრჩხილზე უცხო მამაკაცი დნმ-ია აღმოჩენილი.

„სასამართლომ ისე წარმოაჩინა, რომ ჩემი შვილი თითქოს ერთმა – როინ ქარდავამ მოკლა. ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და არა წინასწარ განზრახვით ჩადენილი დანაშაული, რასაც სახელმწიფო მბრალდებელი ამბობს. საქმეს თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ ქარდავა შემთხვევის ადგილას მარტო არ იყო, მასთან ერთად იმყოფებოდა ლაშა თუხაშვილი, ჩემი შვილი ჭრილობით არ მომკვდარა, ბეგი ჰემორაგიული შოკის მიღებით გარდაიცვალა, დაჭრილი ბიჭი ცემეს, მუცელში ურტყამდნენ მანამ, სანამ მოხუცმა ქალმა არ დაიყვირა, ამასობაში ბეგი სისხლისგან დაიცალა. მიატოვეს და გაიქცნენ“- უთხრა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის დედამ.

მარიკა ზედელაშვილის ინფორმაციით, საქმის მთავარ მოწმეს ვიღაცა მფარველობს.

„მკვლელობის მომენში, ლაშა ქარდავა პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა უცხოელების ჯგუფურად დაყაჩარებისთვის. სამუდამო სასჯელი რომ არ დამგდარიყო, სამართალდამცავებმა ან სხვა პირებმა თუხაშვილი დაარიგეს და უთხრე რა უნდა ეთქვა, რომ მერე მოწმის სტატუსი მიენიჭებინათ. ლაშა თუხაშვილისთვის გამომძიებლებს თითის ანაბეჭდიც კი არ აუღიათ, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბეგის ფრჩხილზე უცხო მამაკაცი დნმ-ია აღმოჩენილი „- აცხადებს მოკული ახალგაზრდას დედა.

ქალბატონი მარიკა ბეგის მეგობრებს მოუწოდებს, რომ სამართლის ფარგლებს არ გასცდნენ, მამალაძის დედა აცხაებს, რომ ბეგის მეგობრები „მკვლელების“ დასჯას ითხოვენ.

„ამ ორს დავარდნილი ბიჭისთვის, განზრახ ჭრილობაზე არ დაერტყათ, შეიძლება გადარჩენილიყო, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. მე პირადად თქვენთანაც ვთქვი, რომ შეუნდე მკვლელს დანაშაული, თუმცა მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ეს მიზანმიმართული, სისასტიკით ჩადენილი დანაშაულია, მინდა მკვლელები დაისაჯონ და იყვნენ იქ, სადაც მათი ადგილია. აქვე მინდა მივმართო ბეგის მეგობრებს და ვუთხრა: სადაც არ უნდა ნახოთ ეს ბიჭი, გთხოვთ თითს ნუ დააკარებთ“- აღნიშნა ბეგი მამალაძის დედამ.

18 წლის ახალგაზრდა, 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული გარდაცვლილზე ერთი წლით უფროსი 19 წლის როინ ქარდავაა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მკვლელობის დღესვე ითქვა, რომ მკვლელობისას ქარდავა მარტო არ იმყოფებოდა. მეზობლებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილი თანმხლებ პირთან ერთად გარბოდა.

ბეგის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მამალაძეს პირველმა დანა როინ ქარდავამ დაარტყა, შემდეგი ჭრილობა კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, რომ ქარდავასა და მამალაძეს კონფლიქტი პეროსვკაიაზე, ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ.

მეორე დღეს კი 19 წლის ეჭვმიტანილი მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და დაახლოებით 17:00 საათზე მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

დავით ჯაბაშვილი

wyaro

Comments
Loading...