ვინ ვეღარ ისარგებლებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვით – გაიგეთ ცვლილებები, რომელიც მარ­ტი­დან ამოქმედდება

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის. შე­სა­ბა­მის დად­გე­ნი­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ხე­ლი უკ­ვე მო­ა­წე­რა და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი 1-ლი მარ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო დაზღ­ვე­ვის გა­რე­შე დარ­ჩეს. ცხა­დია, თუ ისი­ნი დაზღ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, კერ­ძო დაზღ­ვე­ვით ისარ­გებ­ლონ, რად­გან მათ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ფულს აღარ და­ხარ­ჯავს. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია.

ამ ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ყო­ველ­თაო და კერ­ძო პა­კე­ტე­ბის გა­მიჯ­ვ­ნა მოხ­დე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი ის პი­რე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, კერ­ძო დაზღ­ვე­ვა არ ჰქონ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბევრ ადა­მი­ანს შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მა. კერ­ძოდ იმათ, რომ­ლე­ბიც ბა­ზე­ბის გა­ნახ­ლე­ბამ­დე კერ­ძო დაზღ­ვე­ვით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით შე­უწყ­დათ კერ­ძო დაზღ­ვე­ვა. ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა და რო­ცა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა ითხო­ვა, სა­ხელ­მ­წი­ფო მათ პა­სუ­ხობ­და, – ერ­თხელ იყა­ვით დაზღ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ მხო­ლოდ სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტით შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ, სხვა სერ­ვი­სებს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­თო. რო­გორც ვი­ცი, ბევ­რი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა უწყე­ბებ­ში სი­ა­რუ­ლით ვე­ღარ შეძ­ლეს, რად­გან ასე იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­საც მი­მარ­თა და ამ მუხ­ლის არა­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბა ითხო­ვა და ახ­ლა იქ ცდი­ლობს, დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას.

იყო ასე­ვე მე­ო­რე პრობ­ლე­მაც: ვინც არ იყო 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით დაზღ­ვე­უ­ლი და შემ­დეგ გახ­და კერ­ძო დაზღ­ვე­ვით მო­სარ­გებ­ლე, ისი­ნი ორ­მა­გი პა­კე­ტის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დ­ნენ და რო­ცა მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, მარ­თა­ლია, სა­დაზღ­ვე­ვო პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას იხ­დი­და კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში, მაგ­რამ მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­რავ­და და შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის ანაზღა­უ­რე­ბას ახ­დენ­და სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, ამით სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი ზა­რალ­დე­ბო­და. ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ორ­მა­გი და­ფი­ნან­სე­ბით ვინც სარ­გებ­ლობ­და, ისი­ნი მხო­ლოდ კერ­ძო დაზღ­ვე­ვის მფლო­ბე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით ყვე­ლა კლი­ნი­კა ვერ ისარ­გებ­ლებს. ამა­ზე გან­ცხა­დე­ბა ცო­ტა ხნის წინ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ა­კე­თა და იმა­ზეც ისა­უბ­რა, თუ რო­გორ აკე­თებ­დ­ნენ ფულს კლი­ნი­კე­ბი:
“სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა უდა­ვოდ მიჩ­ნე­უ­ლია, რო­გორც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს მის­ცა შვე­ბა და და­იც­ვა. ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს არც ერ­თხელ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია რეპ­რე­სი­უ­ლი მე­თო­დე­ბი, სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯე­ბი და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო არ და­ი­ცავს სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ­მა ასეთ­მა მიდ­გო­მამ რიგ კლი­ნი­კებს შე­უქ­მ­ნა მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბი. მათ და­იწყეს ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ ეს თან­ხე­ბი და­ე­ხარ­ჯათ მე­ნეჯ­მენ­ტის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და დი­ვი­დენ­დებ­ზე და მი­ნი­მა­ლუ­რი მი­ე­მარ­თათ პა­ცი­ენ­ტე­ბის­კენ. ამის ატა­ნას არც ვა­პი­რებ­დით და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ”, – თქვა მი­ნის­ტ­რ­მა.

ასე­ვე, მი­სი თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ამ მიდ­გო­მას არ შე­ე­გუ­ე­ბა და ასეთ კლი­ნი­კებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სა­მო­მავ­ლოდ აღარ გა­აგ­რ­ძე­ლებს. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის მე­ო­რე ტალ­ღა უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხ­სა და ხარ­ჯ­თე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე. კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ სტან­დარ­ტებს, გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას. პირ­ველ ეტაპ­ზე პროგ­რა­მი­დან გავ­ლენ ის კლი­ნი­კე­ბი, ვინც პა­ცი­ენტს ფრაგ­მენ­ტი­რე­ბულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, უფ­რო მიზ­ნობ­რი­ვად და­ი­ხარ­ჯე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი პა­ცი­ენ­ტის­თ­ვის უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა.
ლა­შა ნი­კო­ლა­ძე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის მრჩე­ვე­ლი, სა­დაზღ­ვე­ვო სა­კითხებ­ში:
– სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში და­იწყო მე­ო­რე ეტა­პის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პირ­ველ ივ­ლისს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ებს მოს­თხო­ვა, მო­ე­წო­დე­ბი­ნათ მათ­თან დაზღ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ე­ბი და მო­წო­დე­ბის ვა­და 24 თე­ბერ­ვ­ლამ­დე აქვთ. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა გა­მიჯ­ვ­ნა და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო პა­კე­ტი აქვთ, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა არ შეს­თა­ვა­ზებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. ეს გა­კეთ­და იმი­ტომ, რომ ორ­მა­გი ხარ­ჯი არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ადა­მი­ანს წვდო­მა უნ­და ჰქონ­დეს ჯან­დაც­ვას­თან, მან ან კერ­ძო დაზღ­ვე­ვით, ან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვით უნ­და ისარ­გებ­ლოს. სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ბევ­რ­მა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა და ახ­ლა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ეტა­პი და­იწყო. მა­შინ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის დაზღ­ვე­ვა­ში, მაგ­რამ ახ­ლა ეს აღარ ხდე­ბა. და­ა­ნონ­ს­და კი­დეც, რომ 2017 წელს მოხ­დე­ბო­და უფ­რო სხვა­ნა­ი­რი, ოპ­ტი­მი­ზე­ბუ­ლი გა­მიჯ­ვ­ნა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს უფ­რო მე­ტად მიზ­ნობ­რი­ვი და შე­მო­სავ­ლებ­ზე და ადა­მი­ა­ნე­ბის წვდო­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი.
– რას გუ­ლის­ხ­მობთ ამა­ში?
– იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ კერ­ძო დაზღ­ვე­ვით ან ჯი­ბი­დან გა­დახ­დი­ლი ფუ­ლით მი­ი­ღონ ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი, მათ­თ­ვის სხვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გავ­რ­ცელ­დე­ბა. რო­ცა შეძ­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი, იქ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვამ შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს უფ­რო ნაკ­ლე­ბი სერ­ვი­სი, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ უფ­რო ნაკ­ლე­ბად შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შეს­თა­ვა­ზოს უფ­რო მე­ტი. სა­დაც ნაკ­ლე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს ადა­მი­ანს გვერ­დ­ში დგო­მის, იქ სა­ხელ­მ­წი­ფო ნაკ­ლებ დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს, სა­დაც მე­ტია სა­ჭი­რო, იქ – მეტს.
სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც ოპო­ნენ­ტე­ბი, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო გრძნობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ოპ­ტი­მი­ზა­ცია. 2013 წლის მე­რე დაზღ­ვე­ულ­თა შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს არ მიგ­ვი­ღია და ბა­ზა სა­მი წლის წი­ნან­დე­ლია. 1-ლ მარტს კი მოხ­დე­ბა გაჭ­რა კერ­ძო დაზღ­ვე­ვა­სა და სა­ყო­ველ­თა­ოს შო­რის და ეს პრო­ცე­სი დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი ანუ ნაკ­ლე­ბი სერ­ვი­სე­ბი ან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ შე­უწყ­დეთ კი­დეც. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რა ფი­ნან­სე­ბის მფლო­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი. რა ეკო­ნო­მია გა­კეთ­დე­ბა ამ გზით, ამას ზუს­ტად და­ვით­ვ­ლით და ეს თან­ხე­ბი გა­დას­რო­ლი­ლი იქ­ნე­ბა მოწყ­ვ­ლა­დი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. არის ძალ­ზე დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა, ამა­ზე უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას.
– ვის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ამის გან­საზღ­ვ­რა რო­გორ მოხ­დე­ბა?
– ადა­მი­ა­ნის შე­მო­სავ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა მოხ­დე­ბა ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით. ანუ – ვინ რა გა­და­სა­ხადს იხ­დის, რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. სხვა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ვე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რი სტა­ტის­ტი­კის დად­გე­ნა ძალ­ზე რთუ­ლია, რად­გან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია ასე­თი და ჩვენ იმა­თაც უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა. კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სი­ე­ბი მუდ­მი­ვად მი­ა­წო­დონ სა­ხელ­მ­წი­ფოს, რომ მო­მა­ვალ­ში მუდ­მი­ვი წვდო­მა ჰქონ­დეს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და თუ ადა­მი­ა­ნი დაზღ­ვე­ვას და­კარ­გავს, ის ჰა­ერ­ში არ აღ­მოჩ­ნ­დეს ან პი­რი­ქით, თუ დაზღვევის პა­კე­ტი იყი­და, მას სა­ხელ­მ­წი­ფო­მაც არ გა­და­უ­ხა­დოს ხარ­ჯე­ბი. ად­რე ასე­თი მკვეთ­რი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობ­და.

– უამ­რავ ადა­მი­ანს ეთ­ქ­ვა უარი სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვა­ზე, რად­გან ის ად­რე დაზღ­ვე­უ­ლი იყო. ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი, ვერ იხ­დი­და დაზღ­ვე­ვის ფულს და ასეთ ადა­მი­ანს სა­ხელ­მ­წი­ფოც უარს ეუბ­ნე­ბო­და დახ­მა­რე­ბა­ზე, ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა?

– ახ­ლა მოხ­დე­ბა უფ­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა. მარ­თა­ლია, დღეს მოქ­მე­დი წე­სით, ადა­მი­ა­ნი თუ და­კარ­გავს დაზღ­ვე­ვას, მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტით სარ­გებ­ლობს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა მის­თ­ვის სხვა ბე­ნე­ფი­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რად­გან ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ამ ადა­მი­ან­მა და­კარ­გა დაზღ­ვე­ვა, თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და სტა­ტუ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმ მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის შე­სა­ბა­მის სერ­ვის­ში მოხ­ვ­დეს და არა – მთლი­ა­ნად სა­ბა­ზი­სო და­ფარ­ვა­ში.

– სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს წამ­ლებ­საც და­უ­ფი­ნან­სებთ?

– ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა მე­დი­კა­მენტს უფა­სოდ ვერ მი­ვაწ­ვ­დით მათ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი არ გა­ღა­რიბ­დეს წამ­ლის შე­ძე­ნის გა­მო. თუ ვლა­პა­რა­კობთ მოწყ­ვ­ლად ჯგუ­ფებ­ზე, მა­გა­ლი­თად ღა­რიბ­ზე, მოწყ­ვ­ლა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მათ­თ­ვის ერ­თი ლა­რი­დან იწყე­ბა. შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის კი ეს შე­იძ­ლე­ბა იწყე­ბო­დეს 1.000 ლა­რი­დან. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ფი­ნან­ს­დეს. შე­თა­ვა­ზე­ბა პირ­ველ რიგ­ში მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა და არა – შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. 19 კა­ტე­გო­რია შე­დის მოწყ­ვ­ლად ჯგუფ­ში. მათ შო­რის არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, დევ­ნი­ლე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, შშმ პი­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, შშმ ბავ­შ­ვე­ბი და ასე შემ­დეგ, სულ მი­ლი­ონ 700 000 ადა­მი­ა­ნია და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვინც ამ ჯგუფ­შია და მათ და­ვეხ­მა­რე­ბით, და­ნარ­ჩე­ნებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ის ხარ­ჯ­ზე.

– ორ­მა­გი დაზღ­ვე­ვი­თაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობ­და, პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ანაზღა­უ­რებ­და გა­წე­ულ ხარჯს და ამით სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ნა­ხუ­ლობ­დ­ნენ სარ­გე­ბელს. ამის მი­ზე­ზიც სი­ე­ბის არ­ქო­ნა იყო.

– რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, სი­ე­ბი 2013 წლი­დან არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მე­რე მოხ­დე­ბა ამ უთა­ნაბ­რო­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც და ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა. თუ შენ შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს, ძა­ლი­ან შეზღუ­დულ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა და ამი­ტომ მო­გი­წევს, წახ­ვი­დე კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო­ში. ისიც გე­უბ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი და­გიჯ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა. შემ­დეგ სა­დაზღ­ვე­ვო­ებს შო­რი­საც არის უკ­ვე ში­და კონ­კუ­რენ­ცია და ვინ რას გა­ყი­დის, ვინ რას და­უ­მა­ტებს, ამ სერ­ვი­სე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­ზი­დავს კლი­ენტს.

– ცალ­სა­ხაა, სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მო­უ­წევთ უფ­რო მე­ტი თან­ხე­ბის გა­დახ­და, ისე­დაც ცნო­ბი­ლია, რომ ხში­რად ოჯა­ხის ექი­მე­ბი არ უტა­რე­ბენ სა­თა­ნა­დო კვლე­ვებს ადა­მი­ა­ნებს და უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან სა­დაზღ­ვე­ვოს ბი­უ­ჯეტს. ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა მოხ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ? ისიც ფაქ­ტია, რომ ბევრ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ას თა­ვი­სი კლი­ნი­კა აქვს, რო­გორ ფიქ­რობთ, ეს კარ­გია?

– 2010 წელს დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა იყო. კარ­გი არ არის, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ მა­შინ რე­გი­ო­ნუ­რი ჩა­კეტ­ვა იყო, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო რე­გი­ო­ნებ­ში, სა­ერ­თოდ არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბი. აღ­ნიშ­ნეთ, რომ ხში­რად არ უტა­რე­ბენ სა­ჭი­რო კვლე­ვებ­სო, თუმ­ცა, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბო­და, რო­დე­საც უტა­რებ­დ­ნენ ისეთ კვლე­ვებ­საც, რაც არ სჭირ­დე­ბო­და პა­ცი­ენტს და სხვა­დას­ხ­ვა კა­ბი­ნეტ­ში ატა­რებ­დ­ნენ მას, ეს თან­ხე­ბი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­დი­ო­და. ეს უკ­ვე მკურ­ნა­ლო­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლია, ცო­ტა სხვა თე­მაა. ამა­ზეც არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­საც აქვს და კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო­ებ­საც.

– ბა­ტო­ნო ლა­შა, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს მე­დი­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი და ეს ცუ­დია, მო­ქა­ლა­ქე ვერ იცავს თა­ვის და­რ­ღ­ვე­ულ უფ­ლე­ბებს, რა­ტომ გა­უქ­მ­და ეს სამ­სა­ხუ­რი?

– გა­სა­გე­ბია, არის პრობ­ლე­მე­ბი. თუ სა­დაზღ­ვე­ვო ხელს ჰკრავს ადა­მი­ა­ნებს და არ უფი­ნან­სებს რა­ღა­ცას, მა­შინ ურ­ჩევ­ნია ადა­მი­ანს, მი­ვი­დეს მე­დი­ა­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში და იქ გა­არ­კ­ვი­ოს პრობ­ლე­მა, ვიდ­რე იაროს სა­სა­მარ­თ­ლო­ში. გე­თან­ხ­მე­ბით, რა­ღაც ინ­ს­ტი­ტუ­ცია უნ­და არ­სე­ბობ­დეს. ის მე­დი­ა­ცია, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და, ვიწ­რო ფუნ­ქ­ცი­ე­ბის იყო. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არა­ფე­რი წე­რია ახ­ლის შექ­მ­ნა­ზე, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს ამ სამ­სა­ხუ­რის შექ­მ­ნა. რიგ ქვეყ­ნებ­ში არის კი­დეც ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შექ­მ­ნი­ლი, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მარ­ტო არ იყოს შე­ტო­ვე­ბუ­ლი კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­თან. სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან უფ­რო ად­ვი­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა, რად­გან აქ მო­გე­ბი­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ინ­ტე­რე­სი არ არის.

– თვი­თონ სა­ხელ­მ­წი­ფო რას აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ ჯან­დაც­ვის ხა­რის­ხი მუდ­მი­ვად გა­კონ­ტ­როლ­დეს?

– სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა უნ­და გა­კონ­ტ­როლ­დეს სის­ტე­მა­ტუ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა სა­დაზღ­ვე­ვო­ებს, ეს უფ­რო არ არის პრობ­ლე­მა, ადა­მი­ა­ნი აკე­თებს არ­ჩე­ვანს, რო­მელ სა­დაზღ­ვე­ვო­ში მი­ვა. თუ ერ­თი არ მო­ე­წო­ნე­ბა, მა­შინ მე­ო­რეს­თან წა­ვა, მაგ­რამ სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის ნა­წილ­ში კონ­ტ­რო­ლი აუცი­ლე­ბე­ლია. მე­დი­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც ად­რე იყო, ვი­ცი, რა ფუნ­ქ­ცი­ე­ბიც ჰქონ­და, რად­გან სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ვი­ყა­ვი. გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის ქო­ნა იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ერ მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის დაზღ­ვე­ვა დას­რულ­და და კერ­ძო სა­დაზღ­ვე­ვო­ე­ბი უკ­ვე აღარ ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ექტს, ამ მე­დი­ა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბაც და­ი­კარ­გა იმ მო­მენ­ტ­ში. ახ­ლა თუ ახა­ლი მო­დე­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჯერ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

– ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 1-ლი მარ­ტი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

– 1-ლ მარტს ჩა­ერ­თ­ვე­ბა ახა­ლი წე­სი და ვეც­დე­ბით, სწრა­ფად მო­ვა­ყო­ლოთ სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი. ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბა გვეჩ­ქა­რე­ბა, რად­გან ბი­უ­ჯე­ტით ვართ შეზღუ­დუ­ლე­ბი და რაც მა­ლე და­იწყე­ბა ეს პრო­ცე­სი, მით უკე­თე­სია.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

Comments
Loading...