ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავვშირებით განცხადებას ავრცელებს

ოფიციალური თბილისი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ამოქმედებას ახალი წლიდან ელოდება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა მთავარი, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დოლიძის თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა და მოვლენათა ასეთი განვითარება ლოგიკური იყო.

“ეს იყო ერთადერთი პროცედურული საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა შეყოვნებას პროცესისას, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რომ შესაძლებელია წლის ბოლომდე გადაწყვეტილება იქნას მიღებული და მე ველოდები, რაც შეიძლება დროულ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ჩვენი ევროკავშირთან მიმოსვლის, თანამოქალაქეების, ბიზნესის განვითარების კიდევ უფრო განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი,“-აცხადებს ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

 

 

წყარო :  primetime.ge

Comments
Loading...