ვიქტორ კოლელიშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების და ფრანგული კლერმონის მესამეხაზელს, ვიტო კოლელიშვილს, 14 კვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ამ დროის განმავლობაში, ქართველი მორაგბე ვერცერთ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. კოლელიშვილი კლუბს საფრანგეთის TOP 14-ში და ევროპის ჩემპიონთა თასზე დააკლდება და ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ერთა თასის მატჩებში.

26 წლის მოთამაშე ჩემპიონთა თასის მე-5 ტურში, ოსპრეიზთან 13:21 წაგებული მატჩის მე-17-ე წუთზე მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯეს. იმ ეპიზოდში დაცვის ხაზში მდგომმა კოლელიშვილმა მსაჯს ხელი უბიძგა. არბიტრმა ქართველი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა, ხოლო 25-ე წუთზე, როდესაც კოლელიშვილი მეტოქე გუნდის მორაგბეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, იგი მოედნიდან გააგდო.

Comments
Loading...