ვირუსულ პაციენტებს სადღეღამისო სამედიცინო ცენტრები მოემსახურება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ის სამედიცინო დაწესებულებები გახდება ცნობილი, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო სერვისს მიაწვდიან. მათი მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება. ამ თემაზე თათბირი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1 N1-თ 250-მდე ადამიანია დაავადებული. ეპიდემია ქვეყანაში მას შემდეგ ცხადდება, რაც დაავადებულთა რიცხვი 500-ს სცილდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.