ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ადამიანი დაამწუხრა. მათი უმრავლესობა დღეს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვასაც არ ერიდება. ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რამ გამოიწვია მოსახლეობის ნაწილის იმედგაცრუება, თავად ამერიკელი მილიარდერის ვინაობამ თუ ფაქტმა, რომ 2016 წლის არჩევნები იმდენად ისტორიული ვერ გახდა, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელს დაეკავებინა.

მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ ამერიკას ქალი პრეზიდენტი ეყოლება, საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღების ნაცვლად, ფიქრი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყეს, საკუთარ ფავორიტად მიშელ ობამა დაასახელეს და სოციალურ ქსელოში კამპანიაც წამოიწყეს.

Comments
Loading...