“ვისაც უნდა ქალიშვილი/ვაჟიშვილი იქნება, ვისაც უნდა -კოლექციას შეაგროვებს”

“ებიჭო! არ წყდება განხილვა ჩემი სტატუსის, სადაც ვახსენე, რომ “ვერ ვიქნები კომფორტულად ნახევარ თბილისთან ნაწოლ/ვან ნაით სთენდერ გოგოსთან და ვერც ანალოგიურ ბიჭებთან ვძმაკაცობ.

ჰოდა, ვერ ხვდები, რატომ ვერ შედის ამ ფსევდო-ლიბერალების ტვინის გასისინებულ ხვეულებში შემდეგი:

ა) შეიძლება იყო გამოუცდელი და გინდოდეს გამოცდილი პარტნიორი, რომელიც აღმოგაჩენინებს “ახალ ამერიკას”

ბ) იყო გამოუცდელი და მოგწონდეს ასევე გამოუცდელი, ერთობლივი ექსპერიმენტების მიზნით

გ) იყო გამოცდილი და გამოუცდელთან “მენტორინგი” გისწორდებოდეს

დ) იყო გამოცდილი და შენნაირი გამოცდილები მოგწონდეს და ვიღაცის სექსუალური აღზრდის ნერვები არ გქონდესდა ასე შემდეგ.

ვერ გამისწორდება პარტნიორი, ვისი მიზანიც “ორგაზმია” და ეს შეუძლია კლუბში 5 წუთის გაცნობილ ადამიანთან, როცა ჩემთვის ისტორიის, ემოციის, საერთო ინტერესების გარეშე – ვიღაცების საჯდომი თუ მკერდი ვერ მაყრევინებს დორბლებს. ვინც ყველა სულიერში სექსუალურ პარტნიორს ხედავს და სექსის იქეთ არაფერი აინტერესებს – მსგავს ხალხთან მეგობრობაც არ მეკომფორტულება, განურჩევლად სქესისა.

არავინ გიშლით, შეგიძლიათ გადაახტეთ ათას პენისს თუ ვაგინას, არც არავინ ვაკრიტიკებთ, მაგრამ მე როგორ ხალხთან მექნება საერთო ფასეულობები – მოდით, მე გადავწყვეტ! ვისაც უნდა ქალიშვილი/ვაჟიშვილი იქნება, ვისაც უნდა -კოლექციას შეაგროვებს, ვიღაცას ეყოლება ცოტა, ან ბევრი პარტნიორი და ა.შ.

და გაგაცნობთ უამრავ პარიზელს, ლონდონელს, ბერლინელს თუ ნიუ იორკელს, ვინც ანალოგიურად ფიქრობს, მენდეთ, თქვენზე მეტი მინახავს დემაგოგო და ფანატიკოსო “თავისუფალნო” გისურვებთ ბედნიერ და საათივით აწყობილ სექსუალურ ცხოვრებას, უბრალოდ, გთხოვთ, მხოლოდ საკუთარით შემოიფარგლეთ და “პროჩ რუკი” ჩემი ტრუსიდან!”-  წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...