ვითარება „ბავშვთა სამყაროსთან“ – დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვერცხლის ნაკეთობებზე მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარ შენობაში შესვლას დილიდან ელოდებიან.

სიტყვიერი შელაპარაკება შენობაში თვითნებურად შესვლის მცდელობას მოჰყვა, რა დროსაც მათ ჯებირების გარღვევა სცადეს.

„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, საქონელი გადარჩა არ გადარჩა. პასუხის გამცემიც არავინაა. ვდგავარ მარტო და ვიცი, რომ აქ უნდა ვიდგე, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

სავაჭრო ცენტრის ადმონისტრაციის ინფრომაციით, ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნაა საჭირო, რადგანაც შენობა დეფორმირებულია და მასში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

 

Comments
Loading...