ვიცე-პრემიერმა პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას შოუ უწოდა

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას შოუ უწოდა. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს შიუესბის მოწყობისგან. მისივე თქმით, კრიზისების მართვის საბჭოზე, რომელიც გუშინ წინ პრემიერის ხელმძრვანელობით გაიმართა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ვიცეპრემიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ პრეზიდენტის ოთხი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.
„მე არ ვაპირებ შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ეს იქნება მინისტრები თუ პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. სხდომის გამართვა 24 ნოემბერს ჩაინიშნა.

Leave A Reply

Your email address will not be published.