“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო საკმაოდ კარგ წარმატებას აღწევს”

ვიზალიბერალიზაცისათან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო საკმაოდ კარგ წარმატებას აღწევს.

„ვაცხადებ, რომ გვაქვს გარკვეული მეთოდოლოგია, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მზაობას, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგები მიიღოს, განსხვავებას არ ვახდენთ დიდ და მცირე ქვეყნებს შორის, ასევე, ვინ უფრო ახლოა ევროკავშირთან და ვინ შორს – გეოგრაფიულ მდებარეობას“, – განაცხადა ჰანმა.

მისივე თქმით, ანგარიში, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, საქართველოსთან მიმართებაში, დადებითი იქნება.

„მინდა ვაღიარო და თქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ანგარიში დადებითი იქნება“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

„კარგად ვაცნობიერებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ამას დრო სჭირდება, თუმცა, შეიძლება, იყოს რაღაც პოლიტიკური გავლენები“, – განმარტა ჰანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.