ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა – ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით დაკავებული დავითაია იმ 4-წლიან პერიოდს იხსენებს, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში გაატარა. დავითაია ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატია“ პრეზენტაციამდე ნანახი ჰქოდა.
“მე ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა, ვკვდებოდი, როცა ვიგებდი, რომ ჩემგან სულ რაღაც ათიოდე მეტრში პატიმარმა ტანჯვას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.
ფილმში გამოგონილი სიუჟეტი არ არსებობს და ყველაფერი სინამდვილის შესაბამისად ვითარდება.
ეს ჯალათები იმავეს გაიმეორებენ, დარბაზიდან მდუმარედ გამოდის ერთხელ უკვე რეპრესირებული საზოგადოება. ეკრანზე „ჰეროკრატიას“ მხოლოდ 2 სერია დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას, „ჰეროკრატია“ რეალურ ცხოვრებაში მომავალშიც გაგრძელდეს“, -ამ სიტყვებით ასრულებს ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუს.
წყარო: “მარშალპრესი”
Comments
Loading...