ვლადიმერ ბედუკაძე განცხადებას ავრცელებს

“აუცილებელი განმარტება მათთვის ვისაც გულახდილად დააინტერესა ნაციონალური მოძრაობის პრსსამსახურად ქვეული ორგანოს გადაცემის ხილვამ, ტელევიზიის, რომელიც უკვე ერთი კვირაა „ამტკიცებს“ ჩემს „დანაშაულს“.
„ციხის კადრებთან“ დაკავშირებული გამოძიება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების მიხედვით დაწყებულია 2012 წლის 25 აგვისტოს, ანუ ცნობილი კადრების გავრცელებამდე მთელი ორი კვირით ადრე დოკუმენტით , რომელიც დასაწყისშივე სახავდა ამ გამოძიების ფინალს. ადეიშვილის გამოძიების მიზანი იყო გამოაკვეთლიყო ანგარებითი დანაშაული და სახეზე ყოფილიყო პოლიტიკური დაკვეთა.
გამოძიებას 2012 წლის 1 ნოემბრამდე, ანუ ხელისუფლების გადაბარების დრომდე ჰქონდა მიზანი, დაემტკიცებინა , რომ ეს იყო მხოლოდ ერთეული შემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემაში, გამოეძებნა და დაედასტურებინა რაიმე კვალი ჩემსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის.
მიზანი ადეიშვილის პროკურატურამ, მთ. პროკურორის მოადგილე ჩხატარაშვილის მეთაურობით და ამ ადამიანმა ყველაფერი კარგად იცის შესანიშნავად წარმატებით შეასრულა, გამოძებნა კიდეც სამი ასეთი ცრუ „მოწმე“, რომლებსაც შანტაჟით, მუქარით ათქმევინეს, რომ ისინი თითქოსდა არიან მხილველნი ჩემსა და კოალიციის ერთ-ერთ ლიდერ ღარიბაშვილს შორის შემდგარი არ არსებული გარიგებისა, რა დროსაც ღარიბაშვილმა მე, თითქოსდა წინასწარ გადმომაცა 150.000 დოლარი და ეს ყველაფერი არსებულ სს საქმეში დევს. თუმცა, რატომღაც ეს გამორჩათ ან ახალი გადაცემისთვის ინახავენ.
ადეიშვილის წინასასამართლო გამოძიების შედეგად დაკითხულია სს საქმეში არსებულ მომწეთა 60%, რომელთა უმეტესობა ახალი ხელისუფლების დროს ხელმეორედ არ დაკითხულა, რაც იწვევდა ჩემს უნდობლობას გამოძიებისადმი.
წინასასამართლო გამოძიების დროს დაკითხულ მომწეთა ჩვენებები იდენტურია. დაკითხული პატიმრთაგან არც ერთ მათგანს არ ყოლია სახაზინო ადვოკატიც კი. სამიოდე პატიმარი „ადასტურებდა“, რომ წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას საპყრობილეში ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი და რომლის ორგანიზატორი, შემსრულებელი ვიყავი მხოლოდ მე.
სასამართლო გამოძიების მსვლელობის დროს, 2013 წლის მარტიდან – ივნისამდე, მე და ჩემმა ადვოკატმა რამოდენიმეჯერ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს – საიას, 42- ე მუხლს, რომ დასწრებოდნენ ან და სხვა ფორმით მონიტორინგი გაეწიათ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის, თუნდაც შემდგომში, შესაბამისი დოკუმენტის დადებით შეესწავლათ, გამოეკვლიათ ამ პროცესის მიმდინარეობის სამართლიანობა და კანონთან შესაბამისობა.
საზოგადოების მხრიდან კითხვების გასაფანტად უშედეგოდ ვითხოვდით სასამართლო პროცესის გამჭირვალობას და საჯაროობას.
ნიშანდობლივია , რომ მიმდინარე პროცესის პროკურორთა ბირთვი სწორედ , რომ ადეიშვილის პროკურატურის ნაწილი იყო და მის მიერ დაწყებული გამოძიების კვალს მიყვებოდა.
მიმდინარე პროცესის განმავლობაში , საზოგადოებას ახსოვს, რომ ამის გამო გამოვაცხადე კიდეც შიმშილობა და მოვითხოვე მთავარ პროკურორთან შეხვედრა.
გამოძიების არ ერთ დოკუმეტს არ ჰქონია გრიფი „საიდუმლო“.
გადაცემაში წარმოდგენილი ყველა ვიდეო მტკიცებულება, 2012 წლის დეკემბერში „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ინაშვილმა შეასაბამისი წერილით გადასცა მთავარ პროკურატურას, რომელიც დეტალურადაა შესწავლილი და ახალი რაიმე სახის მტკიცებულება ბუნებაში ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს.
საერთოდ აბსურდია და სასაცილოა საუბარი ნებისმიერი სახის ფეისბუკ მიმოწერაზე, გარიგებაზე თუ ფულად დაინტერესებაზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მატივად შეამოწმოს ჩემი ქონება,საცხოვრებელი ადგილი, თანამდებობა, საბანკო ანგარიშები და ა.შ.
მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის (30 -მდე) აუდიო ჩანაწერი და ელექტრონული საქმე აქვს პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ანუ ჩვიდმეტივე მონაწილეს.
ვაცხადებ, რომ „რუსთავი 2“ -ის მიერ წინასასამართლო გამოძიებისას იძულებით მიღებული ჩვენებების გამომზეურება არის უზნეობა და ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმების დარღვევა. არანაირი მორალური უფლება არ აქვს არც ერთ ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში სახალხო სასამართლო მოუწყოს თუნდაც ნებისმიერ დამნაშავეს, ვინც არ უნდა იყოს ეს.
აღნიშნული ე.წ. მტკიცებულებები, მოწმეთა დაკითხვის ოქმები, მე პირადად გადავეცი ჟურნალისტ მეფარიშვილს ამ ჩვენებების ამფიშირებელ ქალბატონის ხელით, რომელიც 2012 წლის ოქტომბერშივე დაიბეჭდა კიდეც გაზეთ „ალიასა“ თუ „კვირის ქრონიკაში“, არაფერს ვსაუბრობ სიცრუის ტელევიზიის მიერ ნიჭიერად დამონტაჟებულ ვიდეოფირებსა თუ სპეცეფექტებზე.
ტყუილად ცდილობთ, ჩემი დამნაშავედ გამოცხადებითაც კი, ნაციონალური მოძრაობას, ვერ ჩამოირეცხავს იმ ლაქას,ვერმოინანიებს იმ ცოდვას რაც ქართველი ერის წინაშე მიუძღვის .
ადლობთ.”

წერს ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...