ვლადიმერ გურგენიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. პრემიერ-მინისტრის ბრძანება 23 ოქტომბრიდან გურგენიძის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს მიხეილ ჯანელიძე (პირველი მოადგილე), დავით დონდუა, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე იკავებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.