ვლადიმერ პუტინი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სავარაუდო კანდიდატს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნავთობკომპანია ExxonMobil Rex Tillerson-ის ხელმძღვანელს რექსომ ტილერსონს შეხვდა, რომელიც სავარადოდ დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინსა და ტილერსონომს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტები ჰქონდათ. “მათ საქმიანი შეხვედრა მართლაც ჰქონდათ, პრეზიდენტი ბატონ ტილერსონს არაერთხელ შეხვდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში.”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კითხვაზე, არიან თუ არა პუტინი და ტირესონი ნაცნობები.
კითხვაზე, დააჯილდოვა თუ არა ვლადიმერ პუტინმა ტილერსონი რუსეთის მეგობრობის ორდენით, პესკოვს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
“მეგობრობის ორდერით ტრადიციულად გარკველ ადგილებში ძალისხმევის გამოჩენისა და თანამშრომლობისთვის ჯილდოვდებიან, ან კარგი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისთვის, რამაც თავისი წვლილი შეიტანა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა მან.
მანამდე, გამოცემა გამოცემა The Wall Street Journal-ი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკული უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო.
წყარო : ipress.ge