ვლადიმერ პუტინი – დღევანდელი ჩვენი დანაკლისი, ზურგს უკან მიყენებული დარტყმაა

“იმის მაგივრად რომ სასწრაფოდ დაალაგონ ურთიერთობა ჩვენთან, თურქულმა მხარემ, პარტნიორ “ნატოს” მიმართა, ამ ინციდენტის გასარჩევად, გეგონება ჩვენ ჩამოვაგდეთ თურქული თვითმფრინავი, და არა მათ ჩვენი” -აცხადებს ვლადიმერ პუტინი

“დღევანდელი ჩვენი დანაკლისი, ზურგს უკან მიყენებული დარტყმაა. სხვანაირ კვალიფიკაციას მომხდარს ვერ მივანიჭებ. ჩვენი თვითმფრინავი სირიის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდეს, თურქული სამხედრო თვითმფრინავი F-16-ის რაკეტით. ჩვენი თვითმფრინავი თურქეთის საზვრიდან 4 კილომეტრში სირიაში ჩამოვარდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი თვითმფრინავი არანაირად არ უქმნიდა საფრთხეს თურქეთის რესპუბლიკას. ეს ცხადია.”
-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

პუტინის თქმით რუსეთის მხარე გაანალიზებს დღევანდელ ტრაგედიას და მას ექნება სერიოზული უკურეაქცია რუსეთი-თურქეთის სამომავლო ურთიერთობაზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.