ვლადიმერ პუტინი ირანშია

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით თეირანში ჩავიდა, სადაც გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტი იმართება. ფორუმის გახსნამდე რუსეთის ლიდერს ირანის პრეზიდენტი უმასპინძლებს. მოლაპარაკება დახურულ ფორმატში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ და რამდენიმე შეთანხმებასაც გააფორმებენ. სავარაუდოდ საუბარი სირიის კრიზისსაც შეეხება. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა ირანს დაეხმაროს ბაშარ–ალ ასადს და ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ ბრძოლაში ჩაერთოს.

Leave A Reply

Your email address will not be published.