ვლადიმერ პუტინი: რუსეთი „უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოტენციური აგრესორი“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოტენციური აგრესორი“, რადგან მან მოდერნიზაცია მოახდინა მისი ბირთვული რაკეტების და სხვა შეიარაღების.

 
მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების გამოსვლამ 2001 წელს ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან „ახალი ბირთვული გამალებული შეიარაღების პირობები შექმნა“. ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის ანტი-ბალისტიკურ სარაკეტო ხელშეკრულებას 1972 წელს მოეწერა ხელი.

 

 

„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ მაგრად ვიმუშავეთ ჩვენი სარაკეტო ძალების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატები გამოვიდა ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან „ჩვენ მოდერნიზება მოვახდიენთ ჩვენი მოიერიშე სისტემების“. მაგრამ მან ასევე აღიარა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ყველაზე ძლიერია მსოფლიოში.

 
დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაზე პუტინმა თქვა, რომ „არავის სჯეროდა ჩვენს გარდა, რომ ის გაიმარჯვებდა“.

 
რუსეთის პრეზიდენტის ბევრ თემას შეეხო მის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 
მან ტრამპის ბოლო მოწოდებას შეერთებული შტატებისადმი – „დიდად გააძლიერონ და განავრცონ“ თავიანთი ბირთვული შეიარაღება – „არაფერი განსაკუთრებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამაზე ტრამპი მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა.

 
შეკითხვაზე, კვლავ იყრის თუ არა კენჭს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინმა ორაზროვნად უპასუხა: „შევხედავ რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში“.

წყარო :  guardian.ge

Comments
Loading...