ვლადიმერ პუტინმა გერმანიის ახლად არჩეული პრეზიდენტი მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა,-ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინი იმედოვნებს, რომ გერმანიის პრეზიდენტის რანგში შტაინმაიერის მუშაობა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ შტაინმაიერის პრეზიდენტობის დროს ევროპასა და მთელს მსოფლიოში სტაბილურობა და უსაფრთხოება განმტკიცდება.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა შტაინმაიერი მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს რუსეთში მიიწვია და დასძინა, რომ ის საერთაშორისო დღის წესრიგით აქტუალურ საკითხებში კონსტრუქციული დიალოგით დაინტერესებულია.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ახალ ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მან გერმანიის ფედერალურ კრებაზე 931 ხმიდან საჭირო 631 ხმა მიიღო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2005-2009 წწ-ში და 2013-2017 წლებში, ასევე იყო ვიცეკანცლერი 2007-2009 წლებში. იგი არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2009 წლის არჩევნებში იყო კანდიდატი კანცლერის პოსტზე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან

ipress.ge

Comments
Loading...