რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომლის დროსაც დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებზეც იმსჯელეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“შეხვედრაზე სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ალეპოს გათავისუფლების საკითხზე და დაგეგემილ შეხვედრებზე იმსჯელეს“,-განაცხადა მან.
უფლებადამცველების განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოში ავიაიერიშები განახლდა.
ხუთშაბათს, 22 დეკემბერს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა განაცხადა, რომ ალეპოსა და პროვინცია იდლიბის ორ სოფელში ამბოხებულებისა და ადგილობრივების ევაკუაცია დასრულდა.
“ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევაკუაცია სურდა, ისევე როგორც დაშავებულები და ამბოხებულები ევაკუირებული არიან”, – განაცხადა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტა არმსტრონგმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, სულ 36,000 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის დაშავებულების და ავადმყოფების.
ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის 15 დეკემბერს მოეწერა ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს.
წყარო : ipress.ge