ვლადიმირ პუტინი: რუსეთი დარტყმით სისტემებს განავითარებს

„რუსეთი განავითარებს დარტყმით სისტემებს, რომლებიც ნებისმიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს დაძლევს”, – „ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს.

„ჩვენ ვიმუშავებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზეც, მაგრამ პირველ ეტაპზე, როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ვიმუშავებთ დარტყმით სისტემებზეც, რომლებიც შეძლებენ დაძლიონ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერი სისტემები”, – განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი აცხადებს, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჭეშმარიტი მიზანია, რუსეთის ბირთვული პოტენციალის განადგურება.

„თანაც არც ჩვენი შეშფოთება, არც წინადადებები თანამშრომლობის შესახებ, სამწუხაროდ, მხედველობაში არ მიიღება”, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე განცხადებით, რუსეთს არაერთხელ არწმუნებდნენ, რომ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპული სეგმენტი ვითარდება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამო.

„თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ვითარება დარეგულირებულია და ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებები. თუმცა, ამის მიუხედავად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მუშაობა მაინც გრძელდება”, – აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, ამერიკა თავისი გეგმების განსახორციელებლად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეს არის ამოფარებული.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთი მიიღებს შესაბამის ზომებს სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალის გასამყარებლად”, – განაცხადა პუტინმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.