ვლადიმირ პუტინი: რუსეთს გააჩნია მაღალი სიზუსტის იარაღი და მისი გამოყენების ნება!


„რუსეთს გააჩნია მაღალი სიზუსტის იარაღი და მისი გამოყენების ნება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეუძლია ამ იარაღის გამოყენება.

„ყველა ჩვენი პარტნიორი, ყოველ შემთხვევაში ექსპერტთა დონეზე, ინფორმირებულია, რომ რუსეთს აქვს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი. ერთია, ექსპერტთა დონეზე იცოდე, რომ რუსეთს ასეთი იარაღი აქვს, და სხვა საქმეა დარწმუნდე, რომ ასეთი ნამდვილად არსებობს და რომ ის მართლაც მაღალი ხარისხისაა და კიდევ სხვაა, რომ არსებობენ ადამიანები, კარგად გაწვრთნილი, მომზადებულები, რომლებსაც მათი სისტემურად გამოყენება შეუძლიათ. ასევე, რუსეთს გააჩნია ნება მისი გამოყენების, თუკი ეს შეესაბამება ეროვნულ და ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

Comments
Loading...