ვოლსკი აფხაზეთში მომხდარ ფაქტზე: ვანდალიზმის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯია

„ეს არ არის მხოლოდ ვანდალიზმი, აქ არის სერიოზული სამხედრო პოლიტიკური აქტი“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები გაანადგურეს.

„ეს მიუთეთბს იმ მიზნებზე, რაც რუსეთს ჰქონდა, როდესაც ამ ტერიტორიას უკეთებდა ოკუპაციას, ამის საშუალება მისცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამაზე აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობა, და მიუთითებდა გარკვეულ გზებს, რათა არ დაშვებულიყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ეს გაფრთხილებები და საგზაო რუკა აბსოლუტურად იგნორირებული იქნა და დღეს ვართ ფაქტის წინაშე, როდესაც რუსეთი თავის სამხედრო პოლიტიკურ ყოფნას აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში. ვანდალიზმის გარდა ეს არის სერიოზული პოლიტიკური სამხედრო ნაბიჯი, რომელიც გათვლილია არა მარტო ადამიანის უფლებების დათრგუნვაზე, არამედ გაძლიერებაზე რეგიონალური სტრატეგიული პოზიციებისა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ipress.ge

Comments
Loading...