“ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს”

ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის, წარსულში ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსან პოლ გობლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქართველოს მსგავს ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს.

ამის შესახებ პოლ გობლმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს“, – აცხადებს ამერიკელი მკვლევარი.

Comments
Loading...