“ვცდილობდი გამარჯვებული გავსულიყავი სადაც ვმოღვაწეობდი,”

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, გადადგომის დღეს გაკეთებულ განცხადებაში მან ნათლად განმარტა პოსტის დატოვების მიზეზები.

“ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო ნათელი, ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანს ვფიქროდი და მისი გამოცხადების დრო სწორად შევარჩიე. ჩემი პრინციპი მთელ ჩემს ცხოვრებაში იყო, რომ გამარჯვებული გავსულიყავი სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი. ახლა ვაპირებ, რომ დავისვენო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა, თუ – არა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, ამაზე ჟურნალისტებისთვის ღარიბაშვილს არ უპასუხია.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირკაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მას წარმატება უსურვა.

“საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა, ბატონი გიროგი არის ჩემი მეგობარი, მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით, ახლაც სამი წელი ვიმუშეთ და ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა,” – განცხადა ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.