სირიაში არსებულ მდგომარეობას საქართველოს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალეპოში საქართველო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.
“ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
წყარო : interfactnews.ge