wikileaks-ის მორიგი სკანდალური სიახლე

Wikileaks: აშშ-მ შექმნა ისლამური სახელმწიფო და უკრაინის დამორჩილება უნდოდა
პროექტ Wikileak-სის დამფუძნებელმა ჯულიანო ასანჯმა განაცხადა რომ მას გააჩნია დოკუმენტები რომლებიც ადასტურებს აშშ-ს პირდაპირ ზეგავლენას ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
თავის ინტერვიუში Pagina/12-ტთან ასანჯმა განაცხადა რომ უაზროდ თვლის „ერაყისა და სირიის ცივილიზაციების განადგურებას“,თეთრი სახლის პოლიტიკა კი „უგუნურ ავანტიურად“დაახასიათა.
მის ხელში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს,რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი , სახელმწიფო დეპარტამენტში,თავდაცვის სამინისტროში და ცსს-ში დაიგეგმა.Wikileak-სის დამფუძნებლის თქმით ისლამური სახელმწიფო აშშ-ს პირდაპირი ჩარევით შეიქმნა.
თეთრი სახლი მხარს უჭერდა სექტებს ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან ბრძოლის მიზნით.“დამასკოს რეჟიმის“ დასამხობად აგრეთვე ასპონსორებდნენ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის „დემოკრატიულ ოპოზიციებს“.
ასანჯმა ხაზი გაუსვა ,რომ აშშ-ს მიზანი იყო ნავთობის სამუშაოებისა და ერაყის კონტროლი,გეოპოლიტიკური მბრძანებლობის გასამყარებლად.
დოკუმენტების თანახმად „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა ,როგორც ახალი „ტერორისტული მონსტრი“ , უწინ ავღანეთში აშშ-მ შექმნა „ალ-ქაიდა“ საბჭოთა ჯარის დასამარცხებლად. ახალი „მონსტრი“თეთრ სახლს ახლო აღმოსავლეთში არსებული ქვეყნების დასამორჩილებლად სჭირდებოდა.
ამასთანავე ასანჯმა აღნიშნა რომ კატარის,საუდის არაბეთისა და თურქეთის მთავრობა მეტწილად გამოვიდა თეთრი სახლის გავლენიდან და ამიტომაც ბოლო წლებში აშშ-ს პოლიტიკური პოზიციები დასუსტდა .
ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაზე დაყრდნობით , ჯულიანო ასანჯმა აგრეთვე აღნიშნა,რომ თავის გავლენის სფეროში უკრაინის ჩართვის მიზნით შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალისხმევა არ დაიშურეს.
სამხედრო ფაქტორი იყო გადამწყვეტი;აშშ ეცადა დაესუსტებინა რუსეთის პოზიციები ჯერ კიდევ უკრაინულ ყირიმში,სადაც განლაგებული იყო სამხედრო ბაზები.მაგრამ ყირიმის შესვლამ რუსეთის ფედერაციაში ამას ხელი შეუშალა .
-საკმაოდ სახალისოა იმის ნახვა,თუ როგორ უშედეგოდ დაიხარჯა მილლიარდობით დოლარი,რომლითაც აშშ-მ უკრაინის არასამთავრობო სექტორი დააფინანსა – თქვა wikileak-სის დამფუძნებელმა.
უკვე სამ წელიწადზე მეტია, ჯულიან ასანჯი დაკავებულია და იმყოფება ეკვადორის საელჩოში ,ლონდონში.ერთი კვირის წინ მან მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით.ღია წერილში,რომელიც გაზეთ Le Monde-ში დაიბეჭდა ასანჯმა განაცხადა ,რომ არის„ჟურნალისტი,რომელსაც დევნის და სიკვდილით ემუქრება აშშ ,რადგან ის პროფესიულ საქმიანობას ეწევა.“

marshalpress.ge

Comments
Loading...