ზაალ უდუმაშვილი – ახალი მმართველები ხვალ ტელევიზიაში შემოსვლას გეგმავენ

‘’რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, ხვალ ტელეკომპანაში დროებითი მმართველები გეგმავენ შესვლას. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილ ხალხს განუცხადა და მათ თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
„მოდუნების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან გარკვეულ ინფორმაციას ვიღებთ, რომ განზრახული აქვთ ხვალ უკვე შემოვიდნენ ტელევიზიაში ახალი მმართველები. ჩვენ ბოლომდე ვდგავართ და ვიცავთ თქვენთან ერთად ამ ტელევიზიას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამ წუთებში „რუსთავი 2“-ს ეზოში კონცერტი მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.