ზაალ უდუმაშვილი: „რუსთავი 2“ თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ „რუსთავი 2“ დაეცა ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა.

„ ამ წუთიდან „რუსთავი 2“ ჩაირთო და ეს არის ნიშანი იმისა, რომ არასდროს გამოირთვება. უკვე რამდენი წელია, გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა, მუდმივი შანტაჟი, მუქარა, ყადაღა, წნეხი, ბოლო წლების განმავლობაში ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული. ამ ხელისუფლებას ერთად უნდა ვუთხრათ, რომ სიტყვის თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება.

„რუსთავი 2“ თუ დაეცა ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმსას, რომ ხვალ ჩვენს ოჯახებში შემოვლენ და ამ ქვეყანაში სივრცე არ იქნება, რომ თქვენი პრობლემები გააშუქოს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომლებმაც ვარდების მოედნიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის შენობამდე, საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

Comments
Loading...