ზაუტაშვილი ალეკო ელისაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვადო შიმშილობის დაწყებით იმუქრება. ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის განცხადებით, პირველი მოთხოვნაა – ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის პასუხისგებაში მიცემა. ადვოკატის განმარტებით, ეს მოთხოვნა იმაში გამოიხატება, რომ ელისაშვილი ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან ზეწოლაზეც საუბრობს. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მირიან ნიკოლაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილეზე, გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით. მესამე მოთხოვნა კი, რაც ანასტასია ზაუტაშვილს გააჩნია, არის – პროკურატურამ გამოაქვეყნოს შედეგები 4 განცხადებაზე, რომლითაც მსჯავრდებულმა პროკურატურას მიმართა და მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება მოითხოვა.

Comments
Loading...