ზაუტაშვილი პრეზიდენტს – თუ უფულოდ შემიწყალებს, ძალიან მადლობელი ვიქნები

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

შეწყალება ზაუტაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია „იბერიასთან“ სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით სთხოვა.

“მინდა, როგორც სამი შვილის დედას, ისე შემომხედოს პრეზიდენტმა, რადგან თავადაც ჰყავს შვილები. პატრა ჰყავს და ვერ გრძნობს როგორ სჭირდება მის შვილს დედიკო? ერთი თხოვნა მაქვს, ნუ დაუჯერებს ვიღაცეებს. ფული ნამდვილად აღარ მაქვს, ვერავის გადავუხდი და თუ უფულოდ შემიწყალებს ეგ, ძალიან მადლობელი ვიქნები”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულმა ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებასაც უპასუხა.

როგორც მან განაცხადა, კობახიძის ადვოკატად აყვანა მის ოჯახს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ ურჩია.

“მანანა კობახიძე უკვე პოლიტიკაში წასვლას რომ აპირებდა, ვეღარ იყო ჩემი ადვოკატი, აღარ ჰქონდა დრო. ბავშვის, ლიზიკო ზაუტაშვილის თაობაზე ადვოკატი დამჭირდა, სამოქალაქოში დავა მქონდა და მანანა კობახიძის ძმა, თედო ჩემი ადვოკატი იყო. მერე თედომაც თქვა, რომ მე შენი ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო, მეც მივდივარ მერე პოლიტიკაშიო, რაღაც ეპიზოდში თედო ჩემი ადვოკატი იყო. დედაჩემი მანანას რომ ეძებდა, თედო შეხვედრია და მას უთხრა, რომ კაი, თქვენ ვეღარ გვეხმარებით, იმიტომ რომ პოლიტიკაში ხართო, ადვოკატი მაინც გვირჩიეთ ისეთი, ვინც შეიძლება ეს თემა დაძრასო. თედოს ურჩევია ეს კობა კობახიძე ურჩევია, მაგრამ როგორც ადვოკატი”, – განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, კობა კოხახიძე მასთან ციხეში ხუთი თვის განმავლობაში სულ ორჯერ მივიდა. როგორც მსჯავრდებული ამბობს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კობახიძე ვაზაგაშვილის საქმეზე ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა, მასთან შეხვედრის სურვილი აღარ ჰქონდა.

“ეს კაცი მოვიდა ციხეში, „პახმელიაზე“ იყო, გუშინ ქორწილში ვიყავიო. მერე გაირკვა, რომ ეს კაცი სულ სვამს, გუშინაც მთვრალი იყო ხომ, თუ რა სჭირდა?! ხუთი თვის განმავლობაში სულ ორჯერ არის შემოსული ჩემთან. მერე მე დავურეკე და ვუთხარი, რომ აქ მოსული არ დაგინახო-მეთქი, რადგან რო ვნახე ტელევიზორში ვის იცავდა ეგ. ვნახე რომ, ის ვაზაგაშვილის საქმეზე ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა”, – აღნიშნა მსჯავრდებულმა.

ადვოკატმა კობა კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” ე.წ. კოკაინის საქმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ ურჩია.

ადვოკატის მტკიცებით, თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, საქმის მოგების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.

Comments
Loading...