ზაზა გაბუნია: ცერცვაძის საკითხის მოგვარებაში ოპოზიციას არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა გაბუნიას განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხის მოგვარებაში ოპოზიციას არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენია.

მისი თქმით, აუცილებლად ბრჭყალებში უნდა ჩაისვას საპარლამენტო უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის „მოლაპარაკებები“ იური ლუცენკოსთან.

„პირველ რიგში, მისასალმებელია თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქე არის თავისუფალი და მას ის რისკი და საფრთხე, რომელიცემუქრებოდა, ახლა უკვე აღარ ემუქრება. ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის, ორივე ნაწილის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, იყო მცდელობა, უკიდურესი პოპულიზმის გზით საკითხის პოლიტიზირების, რასაც ბუნებრივია, ვერ გავიზიარებდა ვერ დავეთანხმები“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი პატიმრობიდან გუშინ, გვიან საღამოს გაათავისუფლეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო პირის გიორგი ცერცვაძის მიმართ საექტრადიციო საქმის წარმოება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

Comments
Loading...