ზაზა ფაჩულია: მადლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ

“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია.” – წერს ზაზა ფაჩულია თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ NBA All Stars-ის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა.

იმისთვის, რომ ზაზამ All Stars-ის თამაშებზე ითამაშოს, მინიმუმ ხუთეულში უნდა მოხვდეს. შეგახსენებთ, რომ NBA-ს ოფიციალურ საიტზე გულშემატკივარს შეუძლია აარჩიოს 5 გამორჩეული მოთამაშე.

Comments
Loading...