ზაზა ფაჩულია: “ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა”

ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამასთან დაკავშირებით ფაჩულია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.

“ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია”, – წერს ფაჩულია.

დღეს გაირკვა, რომ ქართველი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია NBA All Star-ში ვერ ითამაშებს. ის მეოთხე ადგილზე გავიდა. ფაჩულიას სულ რაღაც 14 227 ხმა დააკლდა.

Comments
Loading...