ზაზა ფაჩულია რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს და 194 421 ხმა აქვს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და “დალას მავერიქსის” ლიდერმა, ზაზა ფაჩულიამ საოცარ შედეგს მიაღწია და All STAR-ის შუალედური შედეგების მიხედვით, ტოპ 15 კალათბურთელს შორის შევიდა.

ზაზა რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს და 194 421 ხმა აქვს, რაც ქართველების უდიდეს შემართებაზე მიუთითებს.

დასავლეთში სიას კვლავ კობი ბრაიანტი 1 მილიონ 262 ათასი ხმით ლიდერობს, ხოლო, აღმოსავლეთში დუეინ უეიდი და ლებრონ ჯეიმსი შეუცვლელები არიან.

Comments
Loading...