ზაზა ფაჩულია: ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.

ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით“, – წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. მან გულშემატკივართა 1 528 941 ხმა მიიღო, რაც NBA-ს „ყველა ვარკვლავის“ მატჩზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

Comments
Loading...