ზაზა ფაჩულიას შთამბეჭდავი ტყორცნა და ამერიკელი კომენტატორების შეძახილები

ზაზა ფაჩულიამ “ფინიქსის” წინააღმდეგ 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, თუმცა დალასელები წაგებისგან მაინც ვერ იხსნა. დალასური გუნდი საბოლოოდ 87:99 დამარცხდა.

“ფინიქსთან” მატჩში ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 20 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულია იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შედეგიანი ტყორცნის დროს კომენტატორებმა ფაჩულია “ბოსტონ სელტიკის” ლეგენდარულ კალათბურთელ ლარი ბიორდს შეადარეს.
https://www.youtube.com/watch?v=SLWOEJA3gMA

Leave A Reply

Your email address will not be published.