“ზეწოლა ვერ იქნება, ვინაიდან ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე,” – ანი მიროტაძე

„თუ პრეზიდენტმა და ალეკო ელისაშვილმა წელიწადნახევრი შეინახეს ეს ამბავი და არავის არაფერი არ უთხრეს, მაშინ დააცადონ გამოძიებას და გამოძიება იტყვის თავის სათქმელს,“ – უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, საქმეზე არანაირი ზეწოლა არ იქნება, რადგან არსებობს მარალი საზოგადოებრივი ინტერესი.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ გარკვეული ზეწოლა იქნება, ვერ იქნება, ვინაიდან ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მითუმეტეს თუ არსებობს მტკიცებულებები, რასაც აცხადებს მხარე და შესაბამისი ფაქტების და დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდება შეუძლიათ პროკურატურისთვის, ვერავინ ვერაფერს ვერ გაექცევა, მათ შორის ვერც პროკურატურა ვერაფერს ვერ გააყალბებს,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.