ჟან ბედელ ბოკასა – ყველაზე სასტიკი კანიბალი მმართველი
კაცობრიობას არაერთი ქარიზმატული და, ამავდროულად, სასტიკი ლიდერი ახსოვს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჟან ბედელ ბოკასა, რომელსაც XX საუკუნეში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) იმპერატორის პოსტი ეკავა. ის გატაცებული იყო ადამიანის ხორცის ჭამით. ბოკასა ქვეყნის სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოხვდა (ცარ-ში ეს ნორმალური მოვლენაა).
სასტიკი ბოკასა
ამ მმართველის სახელის გაგონებაზე ცარ-ის მოსახლეობა დღემდე შიშით კანკალებს. ჟან ბოკასამ ბრწყინვალე სამხედრო კარიერი მოიწყო. ეს ადამიანი მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მხარეს იბრძოდა. ომის შემდგომ, ის საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სამხედრო გადატრიალების ინიციატორი გახდა და ტახტიდან გადააგდო საკუთარი ბიძა. შედეგად ახალგაზრდა და ამბიციურმა ბიჭმა ქვეყნის მმართველის პოსტი დაიკავა.
ჟან ბოკასას კორონაცია 20 მილიონი დოლარი დაჯდა. ღარიბი ცარ-ისთვის ეს თახა რამდენიმე წლის ბიუჯეტს უტოლდება, თუმცა იმპერატორისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია. გარდა ამისა, ბოკასამ შეუკვეთა ტახტი, რომელიც სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული. ამ ბრწყინვალე ატრიბუტის წონა 2 ტონა იყო.
იმპერატორს ძალიან უყვარდა ქალები. ამიტომ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ მას 17 ცოლი და 77 შვილი ჰყავდა (უკანონო შვილებს თუ არ ჩავთვლით). დიდი მმართველი თავს ვალდებულად არ თვლიდა მომავალი მემკვიდრეების აღმზრდელობით პროცესში ჩარეულიყო. ის თავის შვილებს მხოლოდ “შაქრიანი ღორის” გასინჯვას უკრძალავდა, სხვა სიტყვებით, ადამიანის ხორცის. ბოკასა ღელავდა, რომ ადამიანის ხორცი მის შვილებში მამის ტახტიდან გადაგდების სურვილს გამოიწვევდა.
კანიბალი
აი, თავად მმართველი კი გიჟდებოდა ადამიანის ხორცით პირის გატკბარუნებაზე, განსაკუთრებით კი, საკუთარი მტრების ხორცით. საიმპერატორო კარის მზარეულები ხშირად ამზადებდნენ ადამიანის ხორცს სხვადასხვა სოუსით. ბოკასას არც უცხოელი დიპლომატებისთვის ენანებოდა მსგავსი კერძით გამასპინძლება. კანიბალი მოკლული ადამიანის ოჯახის წევრებსაც იწვევდა სუფრაზე და ცინიკურად სთავაზობდა საკუთარი ახლობლის ხორცით პირის გასველებას. თუ ადამაინები უარს ამბობდნენ, ბოკასა მაშინვე სიკვდილით სჯიდა მათ. როდესაც ბოკასა საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, ჩემოდნით აუცილებლად მიჰქონდა დაკონსერვებული ადამიანის ხორცი.
კაციჭამია მმართველს განსაკუთრებით ლამაზი ქალების ხორცი უყვარდა. ერთხელ ბოკასას წვეულებაზე მოხვდა გოგონა, რომელიც “მის ცარ-ის” ტიტული მოიპოვა. გამარჯვებული მალევე გამოესალმა სიცოცხლეს.
თავისი ძალაუფლებით ბოკასა 1979 წლამდე სარგებლობდა. დამხობის შემდეგ ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. ყოფილ იმპერატორს ბრალი ედებოდა უამრავ მკვლელობაში, კანიბალიზმში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ბოკასა ირწმუნებოდა, რომ მოწინააღმდეგეებს რიტუალის გამო კლავდა, თუმცა მათ ხორცს არ ჭამდა. თავიდან კანიბალს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოგვიანებით 20 წლის თავისუფლების აღკვეთით შეცვალეს. თუმცა, მოგვიანებით ეს განაჩენიც შეამსუბუქეს. შედეგად მან ციხეში 6 წელი გაატარა და 1993 წელს გათავისუფლდა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილი კანიბალი-მმართველი გულის სეტევით გარდაიცვალა.
წყარო : einteres.ge