ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს . ამის შესახებ ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა.

“აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,” – ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუკი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე პოლიციის თანამშრომლის ბრალეულობა დადასტურდება, ის უმკაცრესად დაისჯება.
ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტი პოლიციელს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

 

 

 

Comments
Loading...