ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი მაია ასათიანს გულგრილობაში ადანაშაულებს

“დღეს თხუთმეტამდე ქისტი გოგონა რუსთავი 2 ში იყო, ჩემთან ერთად, დაინახეს ნიჭიერის ბარბარე და სიხარულით ცას ეწვივნენ, გადაიღეს მასთან ერთად სურათები… მოკლედ აჟიტირებულები და ბედნიერები ათავლიერებენ ცნობილ ტელეკომპანიას და ასე დადიან ბედნიერად, მოდის მაია ასათიანი, და ეს გოგონები ეძახიან:მაიააა! შენთან ფოტოს გადაღება გვინდა გთხოვთ! მე კი განვუმარტე ასათიანს, რომ ეს ნახვრად ჩადრ შემოსილი ახალგაზრდები პანკისის მე 12 კლასელი აბიტურიენტები არიან და მასთან ფოტოს გადაღება სურთ….
ასათიანის პასუხი :
-იცით რაა მე არ მცალია შეხვედრაზე მეჩქარება! ვერ გადავიღებ ფოტოს !
ფოტოს გადაღებას სჭირდება 10 წამზე ნაკლები !!!!!!!!!
Nika Gvaramia აი ახლა მივხვდი რა არის სულ სხვა პროფილი. გოგოები დამცირებულები გამოვიდნენ და გულნატკენები…
ამის მერე ნუ დაგველაპარაკება ასათიანი ეკრანიდან გულწრფელობაზე რააა… და ზოგადად აი ძალიან მაგრად ტეხვას, რომ ეთერის ძვირფას დროს ისეთ ადამიანს აფუჭებინებ რომელიც არ კადრულბს ჩადრიან ან თუნდაც უჩადრო ქისტ გოგოსთან ფოტოს გადაღებას!”
-წერს ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი სოციალურ ქსელში

მაია ასათიანმა ქალბატონი მაკა მოსიაშვილის სტატუსი უკემენტაროდ არ დატოვა

Leave A Reply

Your email address will not be published.