ჟურნალისტმა მომაკვდავი კაცისგან აიღო ინტერვიუ

სალვადორში, ჟურნალისტმა მომაკვდავი კაცისგან აიღო ინტერვიუ, რომელიც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ჟურნალისტები საზარელ ავარიას შეესწრნენ, რომლის კადრებიც ეთერში აჩვენეს და ეს ინტერვიუც სწორედ ამ დროს არის გადაღებული.

მამაკაცი ჟურნალისტს ეუბნება, რომ არ დაუნახავს დამნაშავე ავტომობილის მძღოლი. ის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ ძალიან ცუდადაა.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ მამაკაცი მიღებული დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.

Comments
Loading...