ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია GDS – ს კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია “ჯიდიესის” გადაცემა – “არაკორექტული შოუს” გამო ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტის განხილვას სთხოვს, თუმცა თავად ტელევიზია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

პეციალისტთა ნაწილი კი საბჭოს ტელეკომპანიის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ქარტია არა ეთიკური ნორმების დამცველ ორგანიზაციად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელად გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “ჯიდიესზე” გასული 9 ნოემბრის გადაცემა – “არაეთიკური შოუ”, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება კი სწორედ ამ კონკრეტულ გადაცემას მოჰყვა. ნაჩქარევად, მოკლე დროში მიღებული გადაწყვეტილება და ზოგიერთი სხვა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ეთიკის ქარტია ამ შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, პოლიტიკური მესიჯების გამხმოვანებელი გახდა.

Comments
Loading...