ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, შეშფოთებულია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, შეშფოთებულია.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში პლურალისტულ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის.

„საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება.

ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...